ემილი დიკინსონი - ქარბუქებისთვის ძალზედ სათუთებს (141)
ქარბუქებისთვის ძალზედ სათუთებს, მზრუნველი მიწა გულში იხუტებს, ყინვისგან ზღუდავს და ჩაათბუნებს, ვიდრე დაუზრობთ ფეხებს სისუსხე.
ფრთხილი სამარე არ გამოავლენს მასში დაფლულ განძს და არც აპირებს, ვერ გაუსწორებს თვალს ვერც მოსწავლე პირქუშ შენობას, ვერც მონადირე.
დააბინავებს სვე-უბედურებს, დაობლებულებს და მიუსაფრებს, მამისგან შეუმჩნეველ ბეღურებს და უფარეხოდ დაშთენილ კრავებს.
16 იანვარი, 2018 წ.
Emily Dickinson - Some, too fragile for winter winds (141)
Some, too fragile for winter winds The thoughtful grave encloses — Tenderly tucking them in from frost Before their feet are cold –
Never the treasures in her nest The cautious grave exposes, Building where schoolboy dare not look, And sportsman is not bold.
This covert have all the children Early aged, and often cold, Sparrow, unnoticed by the Father— Lambs for whom time had not a fold.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|