როგორ გაიფიქრე არ მიყვარხარ, როცა შენ გედრება ეს სამყარო? განა შემეძლება საკუთარ თავს ნებით უუღვთოობა რომ დავწამო? განა შემეძლება გაგრიყო და მერე თავისუფალ სურვილს დავყვე? აბა ისეთ სუნთქვას რა ფასი აქვს ჟანგბადს შენი გემო რომ არ ჩაჰყვეს? როგორ გაიფიქრე არ მიყვარხარ მაშინ უნდა შეწყდეს გულის ძგერა, ნუთუ შემიძლია არ ვიწამო ეს მზე, ეს მიწა და ეს ქვეყანა? ნუთუ შემეძლება შენს გარეშე ცისკარს გავუღიმო განთიადზე, როგორ შეიძლება გათენდეს და როგორ შეიძლება არ მიყვარდე?