ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2018


გამოფხიზლება

პერმანენტულად გადაეჭდო სამყაროს სუნთქვა
თითოეული ჩემი უჯრედის დრეკად ნაპირებს
და აქ მეორე ”მემ” ჩემს პირველ ”მეს” გადაჭრით უთხრა
”მორჩილებას და მუხლის მოდრეკას აღარ ვაპირებ”.

და აირია ჰემა და სული ყველა ნაპრალში
გადაიზილა უერთმანეთოდ ნაჩვევი ფიქრი
და სულ ახალი ჩაესვენა სხივი აკვანში
ახლა ორნი ვართ, უგანტოლებოდ, აღარ არს შიფრი.

მიმდინარეობს მეტაბოლიზმი ძველის და ახლის
და ახლა გვიკვირს, რატომ აქამდე ის სხვა არ გვყავდა.
ჩემი ორი ”მე” შეხმატკბილებულ მიზნებს ივარცხნის
გენერალური რეპეტიციაც - აჰა !  დამთავრდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები