| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 25 იანვარი, 2018 |
ჰიმნი ფანდურს დაცლილი სულის შესავსებად შევცქერი აისს, წითლად შეღებილ აღმოსავლეთს ფერი აქვს მწვანე, სულ მწვანე არა, ოდნავ ღია სიმუქე აწვიმს, მშვენიერია, უნაზესი, რა ტკბილი ... ,,ვა, მე!’’ ... მიმქრალი მთვარე ღრუბლებიდან ელამად მზერი, მთების ღამეულ აჩრდილებზე მოშარდვას ლამობს, სუსხიან დილას მზის სხივებით გაუკრავს წელი, იასამნების სილუეტი ამშვენებს ტატნობს. არითმიულად მკერდში მიცემს ,,გამტყდარი კოკა,’’ მხარზე მთვლემარე ჩემ ანგელოზს ფერი აქვს ბაცი, უნეტარესი ნეტარებით ბავშვივით მოვთქვამ, მარადისობა ამ ,,დე-ფილეს’’ ასტრალი ვარცხნის; მშვენიერების უკვდავების მშვენიერება, განთიადებულ სილაჟვარდეს მოუსხამს ტოგად, დისჰარმონიას ვერაფერი ვერ შეედრება, უკვე პირთამდე ავსებული, სული კვლავ ბორგავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. პირფერობა არ გამომდის და არც გეკადრება ჩემგან ...
ცოტა ვერ მომეწონა და რა ვთქვა ... მხოლოდ ++ ... და წარმატებები ! პირფერობა არ გამომდის და არც გეკადრება ჩემგან ...
ცოტა ვერ მომეწონა და რა ვთქვა ... მხოლოდ ++ ... და წარმატებები !
11. უნდა გამოაქვეყნოთ, აუცილებლად და ნურც მკითხველის მიერ თავისებურად ინტერპრეტირებულ შინაარსზე ნუ განაწყენდებით. მე ჩემი აზრი ვთქვი, თუ რამე აქედან გამოგადგებათ, ხომ კარგი. არა და - თქვენი საქმეა. მე ერთი თავხედი მკითხველი ვარ. :))
დაცლილი სული, მკერდში გამტყდარი კოკა-სამყაროზე გულაცრუება, "მიმქრალი მთვარე ღრუბლებიდან ელამად მზერი", -ლამაზი მხატვრული სახეა, რომელიც გმირის აღრენილ განწყობას აყოლილი "მთების ღამეულ აჩრდილებზე მოშარდვას ლამობს".- ამ ტკივილიანი პათოსით რომ გრძელდებოდეს, ეს მაგარი ლექსი იქნებოდა( ჩემი აზრით) სუსხიან დილას მზის სხივებით გაუკრავს წელი," - ეს ყველაზე კარგი ადგილია, აქაც ტკივილზე მინიშნება და ჩაჯდებოდა საჩემო კონტექსტში. ბაცი ანგელოზიც ამ განწყობაზე მიუთითებს. ქვემოთ უკვე სხვა ტონია
ნეტა ბევრი "წუხდებოდეს". ეს სივრცე ამისთვისაა ( მადლობა ნიკის, ამისთვის).
უნდა გამოაქვეყნოთ, აუცილებლად და ნურც მკითხველის მიერ თავისებურად ინტერპრეტირებულ შინაარსზე ნუ განაწყენდებით. მე ჩემი აზრი ვთქვი, თუ რამე აქედან გამოგადგებათ, ხომ კარგი. არა და - თქვენი საქმეა. მე ერთი თავხედი მკითხველი ვარ. :))
დაცლილი სული, მკერდში გამტყდარი კოკა-სამყაროზე გულაცრუება, "მიმქრალი მთვარე ღრუბლებიდან ელამად მზერი", -ლამაზი მხატვრული სახეა, რომელიც გმირის აღრენილ განწყობას აყოლილი "მთების ღამეულ აჩრდილებზე მოშარდვას ლამობს".- ამ ტკივილიანი პათოსით რომ გრძელდებოდეს, ეს მაგარი ლექსი იქნებოდა( ჩემი აზრით) სუსხიან დილას მზის სხივებით გაუკრავს წელი," - ეს ყველაზე კარგი ადგილია, აქაც ტკივილზე მინიშნება და ჩაჯდებოდა საჩემო კონტექსტში. ბაცი ანგელოზიც ამ განწყობაზე მიუთითებს. ქვემოთ უკვე სხვა ტონია
ნეტა ბევრი "წუხდებოდეს". ეს სივრცე ამისთვისაა ( მადლობა ნიკის, ამისთვის).
10. მადლობა მძიმე ჯვარს და განთიადელს. მე მინახავს ღრუბელი, რომელსაც ცენცერაზე აქვს წვიმა და გადმოასხამს. წითლად შეღებილი მწვანე ბუნება იგულისხმება. ,,გამტყდარი კოკა'' არის დიდი გული ... მშვენიერება ანუ სილამაზე შემოქმედია და უკვდავია. მაშინ, არც ეს ვარგა: ,,სუსხიან დილას მზის სხივებით გაუკრავს წელი''... ან ,, განთიადებულ სილაჟვარდეს მოუსხამს ტოგა''... აქ სიტყვა ,,განთიადი'' ასიმეტრიულად, სინგულარულად არის ნახმარი, რაც ჩემი აზრით არ არის ცუდი, ახალია. ყველაფერი ეს, ფანდურთან დაკავშირებულ განწყობას ქმნის. ... ,,ამ ჩემ ფანდურს!''- ხომ გაგიგონიათ? არ ვიცი, რამდენად შევძელი განმარტება, ცოტა წავიიუმორე ... ნ-ი-კ-ის შეფასებაზე ექსპრომტი დავწერე, ამას გამოვაქვეყნებ და ამის შემდეგ აღარ შეგაწუხებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. მადლობა მძიმე ჯვარს და განთიადელს. მე მინახავს ღრუბელი, რომელსაც ცენცერაზე აქვს წვიმა და გადმოასხამს. წითლად შეღებილი მწვანე ბუნება იგულისხმება. ,,გამტყდარი კოკა`` არის დიდი გული ... მშვენიერება ანუ სილამაზე შემოქმედია და უკვდავია. მაშინ, არც ეს ვარგა: ,,სუსხიან დილას მზის სხივებით გაუკრავს წელი``... ან ,, განთიადებულ სილაჟვარდეს მოუსხამს ტოგა``... აქ სიტყვა ,,განთიადი`` ასიმეტრიულად, სინგულარულად არის ნახმარი, რაც ჩემი აზრით არ არის ცუდი, ახალია. ყველაფერი ეს, ფანდურთან დაკავშირებულ განწყობას ქმნის. ... ,,ამ ჩემ ფანდურს!``- ხომ გაგიგონიათ? არ ვიცი, რამდენად შევძელი განმარტება, ცოტა წავიიუმორე ... ნ-ი-კ-ის შეფასებაზე ექსპრომტი დავწერე, ამას გამოვაქვეყნებ და ამის შემდეგ აღარ შეგაწუხებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
9. ) Tavfurcelze.... ) Tavfurcelze....
8. მშვენიერებია უკვდავების მშვენიერებაც არ უნდა იყოსს კარგი მხატვრული სახე. მშვენიერებია უკვდავების მშვენიერებაც არ უნდა იყოსს კარგი მხატვრული სახე.
7. მკერდში გამტყდარი კოკა და მთვარის მოშარდვა მაფიქრებინებდა, რომ ლირიკული გმირი სამყაროზე გაბრაზებულია, მაგრამ წითლად შეღებილს მწვანე ფერი როგორღა ექნება? ნეტარებით მოთქმაც გაუგებარია, ჩემთვის. მშვენიერების უკვდავების მშვენიერება მკერდში გამტყდარი კოკა და მთვარის მოშარდვა მაფიქრებინებდა, რომ ლირიკული გმირი სამყაროზე გაბრაზებულია, მაგრამ წითლად შეღებილს მწვანე ფერი როგორღა ექნება? ნეტარებით მოთქმაც გაუგებარია, ჩემთვის. მშვენიერების უკვდავების მშვენიერება
6. მადლობა ნიკი! რჩევას ყურად ვიღებ, ოღონდ მომავლისთვის. ახლა ამ საქმეს არაფერი ეშველება, იმ განწობას ვეღარ დავიბრუნებ. ხუმრობის გარეშე, ჩავთვალე, რომ ეს სიტყვა თავისებურ დისონანსს, მაგრამ არაპროტესტანტულს შეიტანდა ლექსში, შეიძლება მეც ვცდები. მადლობა ნიკი! რჩევას ყურად ვიღებ, ოღონდ მომავლისთვის. ახლა ამ საქმეს არაფერი ეშველება, იმ განწობას ვეღარ დავიბრუნებ. ხუმრობის გარეშე, ჩავთვალე, რომ ეს სიტყვა თავისებურ დისონანსს, მაგრამ არაპროტესტანტულს შეიტანდა ლექსში, შეიძლება მეც ვცდები.
5. მედიცინაში შეიძლება, მაგრამ ლექსში უადგილო მგონია. თუმცა იქნებ კიდეც ვცდები ჩემი აზრი დავაფიქსირე მხოლოდ
მასე, ნატრიუმის მეტასულფობენზოატიც გამოიყენება მედიცინაში, მაგრამ არა მგონია ლექსს უხდებოდეს :) არასწორი არგუმენტია
მედიცინაში შეიძლება, მაგრამ ლექსში უადგილო მგონია. თუმცა იქნებ კიდეც ვცდები ჩემი აზრი დავაფიქსირე მხოლოდ
მასე, ნატრიუმის მეტასულფობენზოატიც გამოიყენება მედიცინაში, მაგრამ არა მგონია ლექსს უხდებოდეს :) არასწორი არგუმენტია
4. ყველას მადლობას ვუხდი. ნიკი კორექტურა გავასწორე. რაც შეეხება,,შარდს'' სამკურნალოდაც გამოიყენება და მედიცინაშიც, დედის გინებას მგონი სჯობს. ამასთან ის ღრუბლები ცუდად გამოეკვეტნენ საერთო პეიზაჟში და ასეთ შეფასებას იმსახურებდნენ. ანანოს კომენტარი ვერ გავიგე, რისი ჩანაფიქრი არ გამოვიდა თუ განმიმარტავთ, გიპასუხებთ. ,,მოფანდურე'' განწყობა მქონდა და სათაურიც შესაბამისი ავიღე (ელადას შეკითხვის პასუხი). ყველას მადლობას ვუხდი. ნიკი კორექტურა გავასწორე. რაც შეეხება,,შარდს`` სამკურნალოდაც გამოიყენება და მედიცინაშიც, დედის გინებას მგონი სჯობს. ამასთან ის ღრუბლები ცუდად გამოეკვეტნენ საერთო პეიზაჟში და ასეთ შეფასებას იმსახურებდნენ. ანანოს კომენტარი ვერ გავიგე, რისი ჩანაფიქრი არ გამოვიდა თუ განმიმარტავთ, გიპასუხებთ. ,,მოფანდურე`` განწყობა მქონდა და სათაურიც შესაბამისი ავიღე (ელადას შეკითხვის პასუხი).
3. მთების ღამეულ აჩრდილებზე მოშარდვას ლამობს,
ოჰ, მოშარდვა არა რა :)
მიცერმს - კორექტურაა
წარმატებები
მთების ღამეულ აჩრდილებზე მოშარდვას ლამობს,
ოჰ, მოშარდვა არა რა :)
მიცერმს - კორექტურაა
წარმატებები
2. მგონი ჩანაფიქრი არ გამოვიდა. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. წარმატებები მგონი ჩანაფიქრი არ გამოვიდა. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. წარმატებები
1. ლექსი კი მომეწონა, რატომ ეს სათაური ვერ გავიგე. ლექსი კი მომეწონა, რატომ ეს სათაური ვერ გავიგე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|