ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
6 თებერვალი, 2018


Emily Dickinson – I took my Power in my Hand (540)

ემილი დიკინსონი - მე მოვიკრიბე ბოლო ძალები (540)

მე მოვიკრიბე ბოლო ძალები
და სამყაროსთან ომში ჩავები,
ვიყავ  დავითზე ღონით ნაკლები,
მაგრამ მას ვჯობდი გულოვანებით. 

გოლიათს ვტყორცნე კენჭი მიზანში,
გარნა ნასროლმა მე წამაქცია;
ის იყო ვეებერთელა ტანის,
თუ მე ვიყავი ზომით პაწია?

6 თებერვალი, 2018 წ.



Emily Dickinson – I took my Power in my Hand (540)

I took my Power in my Hand—
And went against the World—
'Twas not so much as David—had—
But I—was twice as bold—

I aimed by Pebble—but Myself
Was all the one that fell—
Was it Goliath—was too large—
Or was myself—too small?





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები