თავი საკნის კედლისთვის მიეყრდნო, ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და რაღაცაზე ფიქრობდა. ისევ მამა გაახსენდა... სულ პატარა იყო, როცა გარდაეცვალა და მას შემდეგ დღე არ გავიდოდა, რომ არ მონატრებოდა, თავის ოცნებებში არ გასაუბრებოდა. ბავშვობაში ერთადერთი მამის სითბო და სიყვარული აკლდა, ამიტომ თავის თანატოლებს ყოველთვის შენატროდა. ახლაც იდგა და მასზე ფიქრობდა... ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ რამდენი რამ შეიცვლებოდა. ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, დალევდნენ ლუდს, როცა სტადიონზე წავიდოდა, მამაც გაჰყვებოდა და უგულშემატკივრებდა, რჩევებს მიცემდა ცხოვრებაში. რაც მთავარია, ახლა აქ ნამდვილად არ იქნებოდა. თვალწინ ედგა მამის სახე და მისი უკანასკნელი სიტყვები ჩაესმოდა: " ეხლა შენ იცი, არ შემარცხვინო!" მან კი რა გააკეთა? როგორ გატეხა მიცემული სიტყვა და მამის საფლავზე არაერთხელ დადებული ფიცი... გაბრაზებულმა ხელი მომუშტა, მერე კედლისკენ შეტრიალდა, რომ თვალზე მომდგარი ცრემლი არავის შეემჩნია, ისევ მამაზე ფიქრობდა. ციხის აბაზანაში იდგა, რომ პირი გაეპარსა. საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში და თავი ეზიზღებოდა. პატიმრებისაკენ თვალი გააპარა, მერე სამართებელი აიღო და ხელზე დაისვა... თვალი რომ გაახილა, პირველად თეთრხალათიანი ექიმი დაინახა. "გადავრჩი, სიკვდილი ჯერ ადრე ყოფილა"... თვალები ისევ დახუჭა. თვალცრემლიანი მამა გაბრაზებული სახით უყურებდა. ძალიან მოენატრა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. სად წამიკითხავს ეს? მახსოვს... :) სად წამიკითხავს ეს? მახსოვს... :)
18. საღოლ ლიკუშ. საღოლ ლიკუშ.
17. ეს ძალიან მომეწონა...ასეთი მძიმე და გრუზი თემები მიყვარს...გაიხარე:) ეს ძალიან მომეწონა...ასეთი მძიმე და გრუზი თემები მიყვარს...გაიხარე:)
16. . . . მამა. . . უსიტყვო სევდა არ ანათებს გადასარჩენ გზას. . . ნეტა სადაა ამ დროს ის, რაც საკუთარ თავიდან გაქცევას გადაგაფიქრებინებს? მემგონი თავად პიროვნებაში, შენი გმირი კი ამ გადასახედიდან სუსტი ყოფილა, თუმცა ზოგჯერ დაუფლებული სისუსტეც არაა პიროვნების მთლიანი სურათი. . . . მოკლედ თუ სიკვდილი ადრეა, ესეიგი სიცოცხლეს დრო ჰქონია, დროში კი აზრი უნდა ჩადო. . . . . . მამა. . . უსიტყვო სევდა არ ანათებს გადასარჩენ გზას. . . ნეტა სადაა ამ დროს ის, რაც საკუთარ თავიდან გაქცევას გადაგაფიქრებინებს? მემგონი თავად პიროვნებაში, შენი გმირი კი ამ გადასახედიდან სუსტი ყოფილა, თუმცა ზოგჯერ დაუფლებული სისუსტეც არაა პიროვნების მთლიანი სურათი. . . . მოკლედ თუ სიკვდილი ადრეა, ესეიგი სიცოცხლეს დრო ჰქონია, დროში კი აზრი უნდა ჩადო. . .
15. ძალიან მძიმეა და საინტერესო.;) ძალიან მძიმეა და საინტერესო.;)
14. მე არ მითქვამს ცუდია მეთქი:) ღმერთმა გაშოროს ციხე. ისე დუმბაძე კი ჩაჯდა-"თეთრი ბაირაღების" გამო. ვიღაც ფსიქიატრიულში იწვა-ტყუილად:) მსხვერპლს მოითხოვს ხელოვნება:)
მე არ მითქვამს ცუდია მეთქი:) ღმერთმა გაშოროს ციხე. ისე დუმბაძე კი ჩაჯდა-"თეთრი ბაირაღების" გამო. ვიღაც ფსიქიატრიულში იწვა-ტყუილად:) მსხვერპლს მოითხოვს ხელოვნება:)
13. დიდი მადლობა ყველას. :) ნინოობას გილოცავთ, მრავალს დაესწარით, წმინდა ნინო ყოფილიყოს თქვენი მფარველი :)
რენუარ, რჩევისთვის მადლობელი ვარ, მეც ვიცი რომ არ არის დამაჯერებელი, ციხეში არ ვყოფილვარ ამიტომ. ფანტაზია გამოვიყენე :) ისე, მე ვთვლი, რომ ღამის 3:00 დაწერილი კიდევ კარგია :) დიდი მადლობა ყველას. :) ნინოობას გილოცავთ, მრავალს დაესწარით, წმინდა ნინო ყოფილიყოს თქვენი მფარველი :)
რენუარ, რჩევისთვის მადლობელი ვარ, მეც ვიცი რომ არ არის დამაჯერებელი, ციხეში არ ვყოფილვარ ამიტომ. ფანტაზია გამოვიყენე :) ისე, მე ვთვლი, რომ ღამის 3:00 დაწერილი კიდევ კარგია :)
12. ლიკა, ათი წელი ვიმუშავე, ორთაჭალის სასწრაფო დახმარებაში. ციხეში ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს შემთხვევაზე. დამიჯერე-ვენებს თვითმკვლელობის მიზნით იქ არ იჭრიან, თანავ სხვების თვალწინ. ასე მხოლოდ ისტერიული პიროვნებები იქცევიან, ძირითადად სხვა მიზნით. მაგ. ციხის საავადმყოფოში მოსახვედრად-უხშირესად. ასე რომ ეს ამბავი არადამაჯერებელია. მაპატიე, იქ თავს სხვანაირად იკლავენ-ბევრი ასეთიც მინახავს. წერე იმაზე, რაც საკუთარი თვალით გინახავს, კარგად გამოგდის. ლიკა, ათი წელი ვიმუშავე, ორთაჭალის სასწრაფო დახმარებაში. ციხეში ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს შემთხვევაზე. დამიჯერე-ვენებს თვითმკვლელობის მიზნით იქ არ იჭრიან, თანავ სხვების თვალწინ. ასე მხოლოდ ისტერიული პიროვნებები იქცევიან, ძირითადად სხვა მიზნით. მაგ. ციხის საავადმყოფოში მოსახვედრად-უხშირესად. ასე რომ ეს ამბავი არადამაჯერებელია. მაპატიე, იქ თავს სხვანაირად იკლავენ-ბევრი ასეთიც მინახავს. წერე იმაზე, რაც საკუთარი თვალით გინახავს, კარგად გამოგდის.
11. თვითმკვლელობის ტემები არ მიყვარს... ნაწერი ცუდი არ არის... თვითმკვლელობის ტემები არ მიყვარს... ნაწერი ცუდი არ არის...
10. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
9. მალადეც, გენაცვალე. მალადეც, გენაცვალე.
7. დღევანდელ დღეს გილოცავ....55555 დღევანდელ დღეს გილოცავ....55555
4. :) ნინოობას გილოცავ ;) :) ნინოობას გილოცავ ;)
3. გაიხარე ლიკ გაიხარე ლიკ
2. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ კარგად თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ არ გავს :) მეც ეგრე მეგონა, მაგრამ კარგად თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ არ გავს :)
1. ლიკუშ,შენსა და იოჰანს შორის მაგარი მსგავსებაა,ერთად ხომ არ აპირებთ წიგნის გამოშვებას?ეს ხუმრობით,რა თქმა უნდა,კარგია რა,განსაკუთრებით სათაური..... ლიკუშ,შენსა და იოჰანს შორის მაგარი მსგავსებაა,ერთად ხომ არ აპირებთ წიგნის გამოშვებას?ეს ხუმრობით,რა თქმა უნდა,კარგია რა,განსაკუთრებით სათაური.....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|