 | ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 თებერვალი, 2018 |
აქ უკვე ღამის 4 საათია და როგორც წესი არ მძინავს,რაც თბილისიდან წამოვედი 3 თვე გავიდა,მე კი გადაბმულად 1-2 კვირა თუ მეძინება... მე ხომ ვიცი ნამდვილი მიზეზი მანდედან წამოსვლის,თავს ვატყუებ და ვფარისევლობ,4 წელი გავიდა და ახლაც იმ დღეს ვწყევლი როცა გაგიცანი! თითქოს ორმოცი გასულიყოს... ჯინსი რომ გეცვა და დამახრჩე შენი თვალების სიღრმეში...რა ლამაზი იყავი,მხოლოდ ფასადი!
რა უბედურ დღეზე გავჩნდი ასე რომ გამიმეტა ცხოვრებამ?!!! თითქოს მკვდარი ვარ,ემოციებისგან დაცლილი,მექანიკურ თოჯინად ვიქეცი,სრულიად უგრძნობი... უფალმა უწყის მე ბოროტება არავისთვის გამიფიქრებია,მითუმეტეს არც გამიკეთებია,ასე რატომ ვისჯები? უფალი ვახსენე,სასაცილოა. ვმკრეხელობ,ვლანძღავ გულში ყველასა და ყველაფერს,მათ შორის უფალსაც,რომ არ იხედება მისი შვილის დარდისგან გასიებულ გულში და არ მიჩვენებს გზას... გავბოროტდი! აღარც მახსოვს როდის დავკარგე უფალი... ბოლოს პირჯვარი როდია გადავიწერე ეკლესიასა თუ მის გარეთ. სასაცილოა,კვერცხის და ქათმის დილემასავით,უბრალოდ ამჯერად აღარც ის ვიცი პირველი რომელი დავკარგე, რწმენა თუ ადამიანობა (ალბათ ორივე ერთად,დროის განუსაზღვრელ მონაკვეთში)...
არადა შენს გაცნობამდე მიყვარდა ადამიანები, ბედნიერებაც მომქონდა მათთვის,მათ გვერდში დგომით,უბრალოდ მათთან საუბრით,მე ვიყავი მათი ბედნიერება და ველოდი ჩემთვისაც იქნებოდა მსგავსი ბედიერება. რა მწარედ შევმცდარვარ... ახლა ვერც სხვებს ვანიჭებ ბედნიერებას და ჩემთვის ხომ მოისპო ყველაფერი. მისია დავკარგე თითქოს,მჯეროდა სიკეთის კეთება იყო მისია ადამიანის,ამის ხალისიც დავკარგე... რაოდენ ძლიერად მიზიდავ და თან მეზიზღები! ახლაც ვატყუებ ჩემს თავს,შენი ზიზღი უბრალოდ არ შემიძლია,ეს ჩემზე აღმატებულია და ვერ ვწვდები! მხდალი ვყოფილვარ... გამოდის ჩემს თავს გავექეცი,ჩემს სისუსტეს... კლოუნის ნიღაბს ვირგებ სამაგიეროდ წარმატებით,ყველას უდარდელი ვგონივარ და ეს უფრო მთრგუნავს და მასიებს!!! სხვებს ვფსიქოლოგობ,ვეხმარები უცნობებსა და ნაცნობებს საუბრებით(გოგონაც კი ვიხსენი თვითნკვლელობას,21 წლისაა და 3 შვილი ჰყავს,გზადაკარგულია ჩემსავით და გავუგეთ ერთმანეთს),ერთი ეგაა ჩემს თავს ვერ დავუნერგე პრაქტიკაში,ამოვიდე ამ ჭაობიდან... მის მაგივრად ჩემი თავი მეცოდება,მას არაფერი აქვს შესაცოდი... უუნარობისგან,ვერც მახინჯურ,არაფრისმომცემ ფიქრებს ვიცილებ... დრო როგორ გადის ვერ ვგრძნობ(6 გამხდარა)... ძალიან მენატრები... მიყვარხარ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რაცაა ესაა ჩემო ელემენტარულო ნაწილაკებო... მადლობა დროის დათმობისთვის და რომ მკითხულობთ რაცაა ესაა ჩემო ელემენტარულო ნაწილაკებო... მადლობა დროის დათმობისთვის და რომ მკითხულობთ
7. ჰო მართლა ეს დამავიწყდა, ეს ნახეთ.
https://www.youtube.com/watch?v=SXNqedHlanY
https://www.youtube.com/watch?v=YU2xC-4j7co ჰო მართლა ეს დამავიწყდა, ეს ნახეთ.
https://www.youtube.com/watch?v=SXNqedHlanY
https://www.youtube.com/watch?v=YU2xC-4j7co
6. ვეთანხმები ნეფერტარს,საკუთარი თავი უნდა შეიყვარო,მერე სიყვარული წყევლად კი არა ბედნიერებად გექცევა.
ცალმხვრივია თუ ორმხრივი,ბედნიერი ხარ როცა გიყვარს,გიხარია როცა გიყვარს,სიყვარული იმედია და მიზანი უპირველეს ყოვლისა.
მაინც ვიტყვი,ზოგიერთი სიტყვა მეზედმეტება,სულიერი ნაწერისთვის, ზედმეტად ტექნიკური სიტყვებია,სხვა მხრივ, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას:) ვეთანხმები ნეფერტარს,საკუთარი თავი უნდა შეიყვარო,მერე სიყვარული წყევლად კი არა ბედნიერებად გექცევა.
ცალმხვრივია თუ ორმხრივი,ბედნიერი ხარ როცა გიყვარს,გიხარია როცა გიყვარს,სიყვარული იმედია და მიზანი უპირველეს ყოვლისა.
მაინც ვიტყვი,ზოგიერთი სიტყვა მეზედმეტება,სულიერი ნაწერისთვის, ზედმეტად ტექნიკური სიტყვებია,სხვა მხრივ, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას:)
5. აქ იმიტომ შემოვედი რომ "ხელოსანი" წამეშალა.
მაგრამ თვალში მომხვდა მე-3 კომენტარი და გადავწყვიტე ორი სიტყვა მეთქვა თქვენთვის გიორგი.
როგორც წესი, ისეთი მდგომარეობა თქვენ რომ გაქვთ, 6 თვე გრძელდება. მერე ყველაფერი ლაგდება. ახლა გრძნობ რომ ეს "წყევლა" არასდროს დამთავრდება, მაგრამ ღვთის მადლით ასე არ არის. სამი თვე კიდევ უნდა გაუძლო. კარგია აქ რომ მოიტანე რაც გაწუხებს, შეგიმსუბუქდება ტვირთი და იქნებ დაგეძინოს კიდეც.
რაც ჩემმა და სხვების გამოცდილებამ მიჩვენა, არავინ ღირს იმად, რომ ასე ცუდად გრძნობდე თავს. პრობლემა კი რაც გაქვს და ვხედავ ერთია. შენ სათანადოდ არ გიყვარს შენი თავი. საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლო. ეს ადვილი ამოცანა არ არის, მაგრამ ბევრ რამეს დაგანახებს სხვანაირად და მიხვდები ვინ ღირს სიყვარულად და ვინ არა.
ვიცი რომ არ გაინტერესებს ვინ რას დაწერს აქ კომენტარში, მაგრამ სამი თვე რომ გავა, შემოიხედე და მიხვდები რომ ყველა სიტყვა, რაც აქ დაგიწერე, სრული სიმართლეა.
პატივისცემით,
აქ იმიტომ შემოვედი რომ "ხელოსანი" წამეშალა.

4. სიკეთის გაკეთება სხვისთვის რომ შეგიძლია ,ეს ნიშნავს რომ უკვე ბედნიერი ხარ, სხვა რა გაქვს სადარდებელი. რაც შეეხება სიყვარულს- მთავარია სიყვარულს მონად არ ექცე. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება.
სიკეთის გაკეთება სხვისთვის რომ შეგიძლია ,ეს ნიშნავს რომ უკვე ბედნიერი ხარ, სხვა რა გაქვს სადარდებელი. რაც შეეხება სიყვარულს- მთავარია სიყვარულს მონად არ ექცე. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება.
3. სასაცილო ნამდვილად არ უნდა იყოს,თუმცა ჩემთვის სულერთია გულიანა თვენ თუ სხვა გაიცინებთ(ან იტირებთ)... აქ იმიტომ ვპოსტავ რომ მსმენელი მჭირდება,რომ მოვუყვე ვინმეს,შეფასებებს და საუბარს ორმხრივს არც ვითხოვ ))) სწორად გამიგეთ და არ მიწყინოთ სასაცილო ნამდვილად არ უნდა იყოს,თუმცა ჩემთვის სულერთია გულიანა თვენ თუ სხვა გაიცინებთ(ან იტირებთ)... აქ იმიტომ ვპოსტავ რომ მსმენელი მჭირდება,რომ მოვუყვე ვინმეს,შეფასებებს და საუბარს ორმხრივს არც ვითხოვ ))) სწორად გამიგეთ და არ მიწყინოთ
2. რა ვთქვა ახლა მე?... ჯერ დასათაურებამ დამაფიქრა; ამ დილაუთენია "წყევლა"თი როგორ დავიწყო კითხვა-მეთქი. მერე ინტერესმა ჩამითრია ამ დილაადრიან ნეტა რაზე იწყევლებათქო და ახლა ვერ გავიგე ვიცინო თუ ვიტირო თქვენი ასეთი მდგომარეობა.
სიყვარული კარგია და მასთან ერთად (და ნებისმიერ შემთხვევაშიც)გეცინოთ მომავალში ამ ნაწარმოებზე. რა ვთქვა ახლა მე?... ჯერ დასათაურებამ დამაფიქრა; ამ დილაუთენია "წყევლა"თი როგორ დავიწყო კითხვა-მეთქი. მერე ინტერესმა ჩამითრია ამ დილაადრიან ნეტა რაზე იწყევლებათქო და ახლა ვერ გავიგე ვიცინო თუ ვიტირო თქვენი ასეთი მდგომარეობა.
სიყვარული კარგია და მასთან ერთად (და ნებისმიერ შემთხვევაშიც)გეცინოთ მომავალში ამ ნაწარმოებზე.
1. რა ვთქვა ახლა მე?... ჯერ დასათაურებამ დამაფიქრა; ამ დილაუთენია "წყევლა"თი როგორ დავიწყო კითხვა-მეთქი. მერე ინტერესმა ჩამითრია ამ დილაადრიან ნეტა რაზე იწყევლებათქო და ახლა ვერ გავიგე ვიცინო თუ ვიტირო თქვენი ასეთი მდგომარეობა.
სიყვარული კარგია და მასთან ერთად (და ნებისმიერ შემთხვევაშიც)გეცინოთ მომავალში ამ ნაწარმოებზე. რა ვთქვა ახლა მე?... ჯერ დასათაურებამ დამაფიქრა; ამ დილაუთენია "წყევლა"თი როგორ დავიწყო კითხვა-მეთქი. მერე ინტერესმა ჩამითრია ამ დილაადრიან ნეტა რაზე იწყევლებათქო და ახლა ვერ გავიგე ვიცინო თუ ვიტირო თქვენი ასეთი მდგომარეობა.
სიყვარული კარგია და მასთან ერთად (და ნებისმიერ შემთხვევაშიც)გეცინოთ მომავალში ამ ნაწარმოებზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|