ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2018


***

შემოგძარცვია თვალთაგან ნისლი
და გამარჯვებას ზეიმობს მზერა,
დღეიდან ახალ ოცნებებს ითვლი,
ხელახლა იწყებ  სამყაროს წერას.
მომავალს ახვევ დათბილულ რიდეს
და ირონიით აბიჯებ წარსულს,
ეგ სიამაყეც აღარ ირიდებს
გატკეპნილ გრძნობებს, ცრემლებით "დაცულს."
გამქრალა შიში, ახალი წამი
ღიმილებს ფანტავს ახალ ცნებებად,
გაგინასკვია წამწამზე ნამი
დარდად კი არა ახლა ვნებებად,
ახლა სხვა მზეა, სხვა სხივთა ცვენით
სხვაგვარად შვენის სიცოცხლეს დილა,
გახუნებია წარსულს ფურცელი
და ტკივილებიც მთლად გადაშლილა.
შემოგძარცვია თვალთაგან ნისლი,
მზის გამარჯვებას ზეიმობს მზერა
დღეს შენ სამყაროს უშიშრად იცვლი,
ხელახლა იწყებ სიცოცლის წერას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები