ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 თებერვალი, 2018


Emily Dickinson - Bless God, he went as soldiers (147)

ემილი დიკინსონი - მადლობა ღმერთს, რომ მეომარივით (147)

მადლობა ღმერთს, რომ მეომარივით
აღსრულდა - მკერდში ჩაკრულ მუშკეტით,
შეირაცხება უფლის ტარიგი
მამაცთა დასში ზენას კურთხევით!

თუ დამანახებს როსმე უფალი
მორთულს ქათქათა ეპოლეტებით,
თავზარს ვერ დამცემს მაშინ დუშმანი -
ვერ შემაშინებს შემოტევებით!

18 თებერვალი, 2018 წ.



Emily Dickinson -  Bless God, he went as soldiers (147)

Bless God, he went as soldiers,
His musket on his breast -
Grant God, he charge the bravest
Of all the martial blest!

Please God, might I behold him
In epauletted white -
I should not fear the foe then -
I should not fear the fight!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები