ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2018


როკერი წვიმა

დგანან დღეები, არსად მიდიან,
ჩახსნილ ვაგონებს ჰგვანან...
რომ არ ინატრებ, ის ამინდია,
მე მაინც გარეთ გავალ...
ყურსასმენებში წვიმა, როკერი,
ისეთი რიტმით უკრავს,
„დღეს რომ არ გნახო, ალბათ მოვკვდები“,
დრომ გაიხედა უკან...
იდგა ქუჩაში წვიმა მარტო და,
ჩემთვის უკრავდა მხოლოდ!
სხედან ფიქრები, ახლაც ნატრობენ,
როკერი წვიმის სოლოს!..
  21.02.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები