ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2018


**

მოდი, დაწექი გულაღმა და ვუყუროთ ღრუბლებს,
უნდა იცოდე ბუტიაა ეს მზეც ჩემსავით
იგი სხივების მოტანილ ჭორს გულდასმით უსმენს,
როცა მე ვეღარ ვეგუები ვიღაც მესამეს,
ვინც უნდა იყოს,რა განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს
ჩარევა ზოგჯერ ტკივილივით მეტისმეტია.
შენ, საყვარელო მარტოობავ ,სიტყვაზე მენდე,
და სხვას ჩემ გარდა არასოდეს არ შეეჩვიო,
რადგანაც უნდა გიერთგულო,მიწის კანონით
ხომ იცი, სტუმარს მორიდება მასპინძლის მართებს,
ვარ მატარებლის დაჟანგული ძველი ვაგონი
ზოგჯერ უბრალოდ უფუნქციო  სურათის ჩარჩო.
შეთავსებით კი უფლის თიხას ვანსახიერებ
ცრემლების შემდეგ რჩება მხოლოდ სიცარიელე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები