ნინო დარბაისელი
ანატორი - - - -
აკლდამები - შორთა შორი, ძელი, ძვალი ძველისძველი და აკვანში - ჩონჩხი ჩვილის და აკვანზე დამხობილი ჩონჩხი დედის, ზედ დამკვდარის, ისევ არის? ისევ უვლის შორით არეს ცის ფრინველი და ნადირი? ისევ ისმის ღამ-ღამობით ხმა, სამარხზე დანატირი?
თუნდა მომხვდურს ხმლით მისდევდე, შეაჯერო ქვეყნის კიდე, თუნდა იჯდე საფიხვნოზე ან მთის ფერდზე სამკალს მკიდე, თუნდა იყო ჭაუხებში ხარ-ირემთა გადამკიდე, თუ დაგრია ჭირმა ხელი, სოფელს ცოცხლად გაერიდე! აკლდამისკენ გზა იცოდე, იყავ, როგორც ქვა და ლოდი, სიკვდილს მარტო დაელოდე!
რად მომგონდი, ქვავ ნაწყობო, ქვავ ნაძლებო, ქვავ ნაშალო, ჯავრი როგორ მოვიშალო, თუ მთას ჩემი შერჩა სული? დღეში ორჯერ მზეჩასული, წამომშლელი წარსულ სენთა რა ჯანდაბად გამახსენდა ანატორი, ანატორი, შავი ბედის დანატორი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან სიღრმისეული და სულში ჩამმავალი.
ძალიან სიღრმისეული და სულში ჩამმავალი.
4. კარგია, რომ გაგახსენდათ და ასეთი მშვენიერი ლექსი დაგაწერინათ:) კარგია, რომ გაგახსენდათ და ასეთი მშვენიერი ლექსი დაგაწერინათ:)
2. 1985 წელს ვიყავი შატილში. იქიდან - ანატორშიც წავედით. და... აკლდამაში შევძვერი. რომ გამოვდიოდი, ერთ ჩონჩხს წამოვედე თმით და ის ჩონჩხი, კარგი შეყვარებულივით, გადმომემხო თავზე. ძლივს გამოვიძრე თმიდან. ერთი საათი მაძრობდნენ თმიდან იმ ჩონჩხის ძვლებს.
ეს ამბავი გამახსენა, ნინო, შენმა ლექსმა. კარგია.
1985 წელს ვიყავი შატილში. იქიდან - ანატორშიც წავედით. და... აკლდამაში შევძვერი. რომ გამოვდიოდი, ერთ ჩონჩხს წამოვედე თმით და ის ჩონჩხი, კარგი შეყვარებულივით, გადმომემხო თავზე. ძლივს გამოვიძრე თმიდან. ერთი საათი მაძრობდნენ თმიდან იმ ჩონჩხის ძვლებს.
ეს ამბავი გამახსენა, ნინო, შენმა ლექსმა. კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|