 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 8 მარტი, 2018 |
სიცოცხლე მე მჭირს და ცხოვრებას მე ვჭირვარ, გავუგეთ ერთმანეთს... როცა არ ვუმართლებ, ჰგავს ხოლმე ეჭვიანს, კი მიყვარს, ღმერთმანი! მაინც სულ შავ-თეთრი ზოლებით მატარებს, სულ მიწყობს გამოცდებს. ხან ისე მექცევა თითქოს ვარ პატარა, უნდა რომ გავოცდე... მზის თოთო ბაჭიებს საწოლზე, სარკმელზე დილა რომ დაგისვამს, მზერა მადლიერით ცას ერთხელ ახედე, სხვა მეტი რა გითხრა... სიმუქეს სულ ღია ფერებით ვაზავებ, ფერს მინდა მივყავდე! ოცნებას ჩიტივით ჩემს გულში ვაზამთრებ, მინდა რომ მიყვარდეს ეს ბიჭი, ის გოგო, ეს დილა, ის ღამე, წუთიც და წამებიც! ცხოვრებავ, მე მგონი მანამდე გისწავლე, სანამდე წავედი... 08.03.18
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. შესანიშნავია. ! აი ისეთი ზეპირად სწავლა რომ მოგინდება. შესანიშნავია. ! აი ისეთი ზეპირად სწავლა რომ მოგინდება.
4.
როგორ ლაღად მოედინება თქვენი სტრიქონები, სულ...
როგორ ლაღად მოედინება თქვენი სტრიქონები, სულ...
3. ძალიანი მომეწონა. ძალიანი მომეწონა.
2. საინტერესოა რომ მაინცდამაინც 8 მარტსაა დაწერილი ეს ლექსი. 2011 წლიდან ამ საიტზე ვარ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ამ გვერდზე ლექსის წასაკითხად შემოვსულიყავი და სასიამოვნოდ გაკვირვებულს არ დამეტოვებინოს კომენტარი.
არცერთი ლექსი არ იმეორებს წინანდელს. ყველაში არის რაღაც ახალი და საინტერესო, დასამახსოვრებელი.
"ცხოვრებავ, მე მგონი მანამდე გისწავლე, სანამდე წავედი..."
არ მახსოვს ვინმეს მსგავსი დაეწეროს, არც აქ, და არც სხვაგან... ეს ცოტა რთული გასააზრებელია, ამას პირველი კომენტარი ყველაზე კარგად ადასტურებს.
საინტერესოა რომ მაინცდამაინც 8 მარტსაა დაწერილი ეს ლექსი. 2011 წლიდან ამ საიტზე ვარ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ამ გვერდზე ლექსის წასაკითხად შემოვსულიყავი და სასიამოვნოდ გაკვირვებულს არ დამეტოვებინოს კომენტარი.
არცერთი ლექსი არ იმეორებს წინანდელს. ყველაში არის რაღაც ახალი და საინტერესო, დასამახსოვრებელი.
"ცხოვრებავ, მე მგონი მანამდე გისწავლე, სანამდე წავედი..."
არ მახსოვს ვინმეს მსგავსი დაეწეროს, არც აქ, და არც სხვაგან... ეს ცოტა რთული გასააზრებელია, ამას პირველი კომენტარი ყველაზე კარგად ადასტურებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|