ნინო დარბაისელი
ხმით უტირალი - - - - - - (ზვიად რატიანს)
დახატე - გაგივლის! თუ ისევ გჯერა, რომ ადამიანი და სამყარო ერთნაირია, რომ შენშიც, როგორც სამყაროში, მომხდარა დიდი აფეთქება და შავ ხვრელებში დაგიძრწიან მიკრო და მაკრო გრიგალები და გაცეცხლებულზე გეგმებს რომ აწყობ, თანდათან პლანეტების აღლუმი გამოგდის; ხოლო პირიქით - ახლა მთელი სამყარო შენსავით ბალიშში თავჩარგული, ცრემლ-ჟღვინტის ყლაპვით, ყელმწარედ წკმუტუნებს საკუთარი უსუსურების წინაშე, დახატე - გაგივლის!
უდაბნოდ ქცეულ წარმოსახვას თვალი აჩვიე, დამწველ ქვიშაში წარმოსახული ჯოხის ნატეხით ან რეალური თითით - ზეწარზე ხატე სამშობლო! სამშობლო დახატე, როგორც ადამიანი. დახატე - გაგივლის!
ჰო, ეს სამშობლო თავდაყირა, ხელისგულებზე დაყრდნობილი, კეფით მხურვალე ქვიშას აწვება, ფეხის ცერები ზეცისაკენ აუშვერია. დახატე - გაგივლის!
თავდაყირობით მხურვალე ტვინში სისხლი და წნევა უგუბდება, თავსმოქცეული საჯდომი კი ფრთხილად ირჯება, რომ ხმა ვინმეს მიაწვდინოს, მაგრამ მხოლოდ ჰაერს აფუჭებს, რადგან ცდილობს, უცებ ბალანსი არ დაერღვეს და მთლად ზედ არ გადმოიქაქოს.
დახატე სამშობლო, როგორც ადამიანი, ადამიანივით დახატე! და მართალია, აღარაფერი აბადია, მაგრამ მთლად ტიტველიც ნუ იქნება, ჩამოჩირული სარცხვენალი რაღაცით მაინც დაუფარე!
დახატე, მოასწარი! თორემ საცაა, ნატურა ვეღარ შეიმაგრებს, დაეცემა, გამოიხრება. გამოეხრება თავისქალაც, ხმაშეწყობილად მოზუზუნე ნეირონთა მოციმციმე ბადეებით სავსე ტვინი რომ გაულაყეს, რათა საჯდომს გაეხარა, უდაბნოს ქვიშით ამოივსება და უპასუხოდ, სამუდამოდ დაიმარხება.
ხატე სამშობლო, ვიდრე არის და შენც არსებობ! დახატე სამშობლო, როგორც ადამიანი, ადამიანივით დახატე!
..იქნებ, ჯობია, დარჩეს შენგან დაუხატავი, გაიხსენო ბანალობა, რომ ექვსიანი, - თავდაყირა ცხრიანია, ანდა პირიქით; რომ ხედვის წერტილს გააჩნია, რომ მოვა ვინმე, მოპირისპირე, დახედავს ნახატს, ეგონება, რომ ამაყად ცერზე შემდგარა შენი სამშობლო, ხელის მტევნებით ტიტანურად ცას ეხიდება და თავზე ქუდად მოუგდია მთელი სამყარო... ტანჯვა სახეზე? - ეს პოეტური გრიმასააო, სხვა არაფერი.
არა, დახატე, ვიდრე არის და შენც არსებობ, ხატე სამშობლო, (აქ- უბრჭყალებოდ) სახატეა - მთელი ქვეყანა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კარგია, ნინო, საინტერესო პოეტური სახეები, როგორც ყოველთვის. კარგია, ნინო, საინტერესო პოეტური სახეები, როგორც ყოველთვის.
14. კარგია, ნინოპ, საინტერესო პოეტური სახეები, როგორც ყოველთვის. კარგია, ნინოპ, საინტერესო პოეტური სახეები, როგორც ყოველთვის.
13. მართლა რა საინტერესო ინტერვიუ იყო, რა დასანანი იქნებოდა, რომ გამომრჩენოდა და არ წამეკითხა.
მადლობა, ქალბატონო ნინო!
მართლა რა საინტერესო ინტერვიუ იყო, რა დასანანი იქნებოდა, რომ გამომრჩენოდა და არ წამეკითხა.
მადლობა, ქალბატონო ნინო!
12. რაც შეეხება ზვიად რატიანს, უძლიერესი პოეტია. ბევრი უმაგრესი ლექსის ავტორია. "ნეგატივი ოცი წლის შემდეგ" მობილურში მაქვს გადმოწერილი, მისივე წაკითხული.ჩემი თაობის მხატვრული მატიანე და ახლანდელი სულიერი მდგომარეობის სარკეა. ძალიან მიყვარს ეს ლექსი და არამარტო რაც შეეხება ზვიად რატიანს, უძლიერესი პოეტია. ბევრი უმაგრესი ლექსის ავტორია. "ნეგატივი ოცი წლის შემდეგ" მობილურში მაქვს გადმოწერილი, მისივე წაკითხული.ჩემი თაობის მხატვრული მატიანე და ახლანდელი სულიერი მდგომარეობის სარკეა. ძალიან მიყვარს ეს ლექსი და არამარტო
11. სწორედ რომ "ღირსეული" მხატვრული სახეა სამშობლოსი ამ ლექსმა არაერთგზის გაგონილი ფრაზა გამახსენა, ბაზრის მოვაჭრეთაგან, მცხობელთაგან, თუ ტრანსპორტში გაგონილი- ჩვენს ქვეყანას რუსის ჩექმის გარდა ვერაფერი მოარჯულებსო. გამოხმაურება არ მჩვევია, (რადგან აზრი არა აქვს) მაგრამ ასეთი დიალოგები მწარედ მამახსოვრდება. ასეთი გადაგვარებული ფსიქიკის იქვეყანას სარცხვინელიც კი ვეღარაფრით დაეფარება და არავინ იფიქროს, რომ უბრალო ხალხს მეტი არც მოეთხოვება ნახეთ, რამდენი გაზიარება აქვს კახაბერ როდინაძის პროპაგანდისტულ, მდარე წერილებს და მიხვდებიც სადაც ვართ. მეზიზღება პესიმისტურ განწყობაზე ყოფნა, მაგრამ რეალობა ესაა. სწორედ რომ "ღირსეული" მხატვრული სახეა სამშობლოსი ამ ლექსმა არაერთგზის გაგონილი ფრაზა გამახსენა, ბაზრის მოვაჭრეთაგან, მცხობელთაგან, თუ ტრანსპორტში გაგონილი- ჩვენს ქვეყანას რუსის ჩექმის გარდა ვერაფერი მოარჯულებსო. გამოხმაურება არ მჩვევია, (რადგან აზრი არა აქვს) მაგრამ ასეთი დიალოგები მწარედ მამახსოვრდება. ასეთი გადაგვარებული ფსიქიკის იქვეყანას სარცხვინელიც კი ვეღარაფრით დაეფარება და არავინ იფიქროს, რომ უბრალო ხალხს მეტი არც მოეთხოვება ნახეთ, რამდენი გაზიარება აქვს კახაბერ როდინაძის პროპაგანდისტულ, მდარე წერილებს და მიხვდებიც სადაც ვართ. მეზიზღება პესიმისტურ განწყობაზე ყოფნა, მაგრამ რეალობა ესაა.
10. მადლობა ბავარიელი! ფორმით ეს ლექსი გარდამავალ სახეობას მიეკუთვნება. ასე ჩავიფიქრე. თუ კონვენციური ლექსი უფრო მოგწონთ და დროც არ გენანებათ, ჩემს გვერდს ჩაუყევით, ტონობით მიდევს, თან ისეთი კონვენციურები, მეტი რომ აღარ შეიძლება. არაესთეტიკური სახის შემოტანას რაც შეეხება, სამი სინონიმიდან ყველაზე... როგორც ინგლისელები. იტყვიან,, დისგასტინგ” იმიტომ ავირჩიე, რომ მის ფონზე სხვებზე ნათქვამი ,ცუდობები” ძალიან არ ამოჩრილიყო ტექტიდან.
მადლობა ბავარიელი! ფორმით ეს ლექსი გარდამავალ სახეობას მიეკუთვნება. ასე ჩავიფიქრე. თუ კონვენციური ლექსი უფრო მოგწონთ და დროც არ გენანებათ, ჩემს გვერდს ჩაუყევით, ტონობით მიდევს, თან ისეთი კონვენციურები, მეტი რომ აღარ შეიძლება. არაესთეტიკური სახის შემოტანას რაც შეეხება, სამი სინონიმიდან ყველაზე... როგორც ინგლისელები. იტყვიან,, დისგასტინგ” იმიტომ ავირჩიე, რომ მის ფონზე სხვებზე ნათქვამი ,ცუდობები” ძალიან არ ამოჩრილიყო ტექტიდან.
9. 5. წაიკითხეთ, უძალიანმაგრესი ინტერვიუ-დიალოგია ზვიად რატიანისა და მისი ვაჟის. http://indigo.com.ge/articles/people/interviu-mamastan-lekso-ratianis-saubari-zviad-ratiantan ნინო დარბაისელი. 2018-03-25 16:36:22 წავიკითხე და ძალიან მომეწონა ცხადია ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, დასანანია ასე უდიერად რომ მოექცნენ. 5. წაიკითხეთ, უძალიანმაგრესი ინტერვიუ-დიალოგია ზვიად რატიანისა და მისი ვაჟის. http://indigo.com.ge/articles/people/interviu-mamastan-lekso-ratianis-saubari-zviad-ratiantan ნინო დარბაისელი. 2018-03-25 16:36:22 წავიკითხე და ძალიან მომეწონა ცხადია ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, დასანანია ასე უდიერად რომ მოექცნენ.
8. მადლობა ნინო, ახლა მივხვდი ვინ არის, კი ვნახე ტელეგადაცემაში,, მაგრამ კაი გვარიანი მთვრალი. ,სიმთვრალე პოეტებს ეპატიება, გინება არა. მადლობა ნინო, ახლა მივხვდი ვინ არის, კი ვნახე ტელეგადაცემაში,, მაგრამ კაი გვარიანი მთვრალი. ,სიმთვრალე პოეტებს ეპატიება, გინება არა.
7. პროზაული უფრო ვიდრე პოეტური პროზაული უფრო ვიდრე პოეტური
6. ცრემლ -ჟღვლინტი რამდენად პოეტურად ჟღერს არ ვიცი მაგრამ საინტერესო ტექსტია... ცრემლ -ჟღვლინტი რამდენად პოეტურად ჟღერს არ ვიცი მაგრამ საინტერესო ტექსტია...
5. წაიკითხეთ, უძალიანმაგრესი ინტერვიუ-დიალოგია ზვიად რატიანისა და მისი ვაჟის. http://indigo.com.ge/articles/people/interviu-mamastan-lekso-ratianis-saubari-zviad-ratiantan
წაიკითხეთ, უძალიანმაგრესი ინტერვიუ-დიალოგია ზვიად რატიანისა და მისი ვაჟის. http://indigo.com.ge/articles/people/interviu-mamastan-lekso-ratianis-saubari-zviad-ratiantan
4. მადლობა , მუხა! ზვიად რატიანი არის ჩემს შემდგომი თაობის ერთ- ერთი საუკეთესო პოეტი. მიდიოდა ამას წინათ შინისაკენ თავისთვის, მთვრალი, დაიჭირა პოლიციამ და რვა კაცი წიხლებით შესდგა. მადლობა , მუხა! ზვიად რატიანი არის ჩემს შემდგომი თაობის ერთ- ერთი საუკეთესო პოეტი. მიდიოდა ამას წინათ შინისაკენ თავისთვის, მთვრალი, დაიჭირა პოლიციამ და რვა კაცი წიხლებით შესდგა.
3. არა, დახატე, ვიდრე არის და შენც არსებობ, ხატე სამშობლო, (აქ- უბრჭყალებოდ) სახატეა - მთელი ქვეყანა!
სამშობლოს ხატვა ძნელია, წერა უფრო ადვილი, მაპატიეთ და ვინაა ზვიად რატიანი? არა, დახატე, ვიდრე არის და შენც არსებობ, ხატე სამშობლო, (აქ- უბრჭყალებოდ) სახატეა - მთელი ქვეყანა!
სამშობლოს ხატვა ძნელია, წერა უფრო ადვილი, მაპატიეთ და ვინაა ზვიად რატიანი?
2. მადლობა, ჯონათან! ეს ზვიად რატიანს ეძღვნება და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, ინიცალები გავშალო თუ არა, ცოტა ხანს დავიცდი, გამოხმაურებებს დავაკვირდები და გადავწყვეტ, ღირს თუ არა. ზვიადს ხომ ვე ვაკადრებ ლექსს, რომელიც ვერაა გამოსული. მადლობა, ჯონათან! ეს ზვიად რატიანს ეძღვნება და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, ინიცალები გავშალო თუ არა, ცოტა ხანს დავიცდი, გამოხმაურებებს დავაკვირდები და გადავწყვეტ, ღირს თუ არა. ზვიადს ხომ ვე ვაკადრებ ლექსს, რომელიც ვერაა გამოსული.
1. შიშველი სიმართლე - რა ძნელი მოსასმენი, წასაკითხი , დასაწერი და დასახატია...
შიშველი სიმართლე - რა ძნელი მოსასმენი, წასაკითხი , დასაწერი და დასახატია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|