და თუ სადმე არის სრული უკუნეთი, ალბათ ბინა, ჩემი სულის კედლებია, მოციმციმე თვალით, სათქმელი თუ ვერ თქვი' მაშინ' პატიებაც აღარ შეგძლებია, გეზი აღებული გქონდა ოცნებებით, ბინდიც შეუმჩნევლად ახლოს ჩამოგიწვა, ღამეს ანებივრებ ნაზი მოფერებით, ლამობ ტკივილისკან მთვარემ რომ დაგიცვას, სისხლი უდუღდებათ შეუმჩნეველ ქუჩებს, სადღაც, ლამპიონიც გეჩვენება მკვდარი, სიცხეს გიზომავს და შუბლზე გადებს ტუჩებს, უჩვეულო სევდით შებყრობილი ქარი, ზღვას კი მერამდენე ტალღა მოსძალვია, თანაც მერამდენედ ჩაუყვინთა მზემაც, შენ კი ამ დროს წერ და რითმებს მოსავლიანს, დასცქერი და მაინც ვერ აცილებ მზერას, ფოთლებს გვირილისას, იწყობ ლავიწებზე, სუიციდი შენში სანთელივით დნება, თითქოს სიზმარს დილა, ძალით გავიწყებდეს, იღვიძებ და გული ნასიზმრალზე გწყდება, მერამდენედ უნდა არ ატირდე ლექსში, მერამდენედ უნდა იყო, ზღვაზე მშვიდი, დეპრესია ადრეც ამოსულა ყელში, მაგრამ ახლა ყელში, გეჩხირება იგი, ციებ-ცხელებისგან, წამი იწურება, იზომება დარდი სიგრძე სიგანეთი, ირონია თვალში ვეღარ იყურება, ისე სადისტია ჩემი სიწრფელეთი, პაემნიდან ქალი წიგნში შემოსულა, საკუთარი თავი მიუგდია განზე, სტრიქონები მაინც უცხოდ შემოსილან, თითქოს, მარტოობა შემოუცვამთ ტანზე, მოსაწონი არის უფრო ,,ფოთოლცვენა'' როდის იყო თოვლი, უხდებოდა მაისს, თუ კი გაფრენილმა, ჩიტმა შეისვენა, თბილ ქვეყნისკენ ჩიტი, გამოიწევს მაინც, ვნებას რა თქმა უნდა, წვიმას ვუსურვებდი, დროს კი არაფერიც აღარ შესძლებია, და თუ სადმე არის, სრული უკუნეთი, ბინა ალბათ ჩემი, სულის კედლებია !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აქაც ლავიწი :)
ჯერ ვერ მივხვდი, რა მომწონს ამ ავტორთან- რომ მომწონს, ფაქტია :)
აქაც ლავიწი :)
ჯერ ვერ მივხვდი, რა მომწონს ამ ავტორთან- რომ მომწონს, ფაქტია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|