ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2018


იძირებიან ღამეები

იძირებიან ღამეები მთვარის შუქზე და
წამი როგორც სჩანს
უფრო ხშირად, წელიწადია ! თითზე დავითვლი,
ყველა ხვდება რისი მიზეზად, იმათ,
ვინც დამრჩა, ვინც მიყვარდა, ვინც მაბადია.
ღმერთი რომელიც
ასე ძლიერ იწამა ხალხმა, შიში რომელიც ჩვენს თავებში ჩვენვე დავბადეთ,
რომ ბალახივით შეიძლება?! რომ კაცი გახმა?!
გვეყოს ამდენი სიმხდალე და ვინც კი გავნსაჯეთ,
ვინც კი ჩვენამდე ვერ მოვიდა ვინაც ჩაკეცა,
მოვინანიოთ შეცდომები ! ღმერთია მოწმე.
რომ სიყვარული
სიმდიდრეა,
სულზე დაგვეცა.
და ვინ ოხერი,
შეგრძნება თუ გადაამოწმე, და ვინ ოხერი თუ
მებაღე ფოთლებს გაექცა. წასვლა რომელიც სიმდაბლეზე უარესია, წასვლა რომელმაც - სიმშვიდეზე აიღე ხელი. რომელი სევდა,
რა სიგიჟე,
რა პოეზია,
თოვლის გარეშე არც შენ იცი, ახალი წელი.
წარსულს როდემდე ჩავაბაროთ ეს,
უღიმღამო
დღეების გროვა,
რომ იმ ქუჩაზე სადაც არავის, არ ელოდები
სიკვდილი მოვა.
იძირებიან ღამეები !!!
ნაცნობ პერანგზე - გიკანკალდება თითები და თვალებსაც ხუჭავ,
უცულო კაცი
როგორ წერდა
იმ პაემანზე
რომლის დასასრულს სასიკეთოდ
ბოლო არ უჩანს,
ჩვენ,
ვინც ვერასდროს მოიხურა ტანზე გვირილა,
ჩვენ,
ვინც ვერასდროს ვერ შევძელით ეს სუიციდი,
ვინც ბოლო ხმაზე
სიძულვილი ვერ
დაიყვირა,
ვინც აღარც ერთხელ
აღარ გითხრა,
რომ ნუ იცინი..
იძირებიან,
იხრჩობიან,
ლპებიან ასე,
ბორძიკ ბორძიკით
მიმავალი გზების პირიქით, და ეს ცხოვრება
მარტოობის
კადრს დავამსგავსე, ვდგავარ არავის,
მხოლოდ ჩემი
თავის პირისპირ.
დადის ამჯერად ,,ალ'უმინის'' ვიწრო მავთულზე.
ჯერ ვერ მოსული კორპუსამდე უფასო ლიფტი,
გზად კი,
გამვლელებს ვეჯინები ...
,, რომ ამ სადგურზე,
ერთხელაც
უნდა ჩამოფრინდეს ნაცნობი ჩიტი ''

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები