ნინო დარბაისელი ბაიობა - - - - - - - (სააღდგომოდ რ. დარჩიაშვილს) . მიმოზები, ტიტები და გვიანი იები გეგებება მიმავალს წყება, წყება, წყება. ცოდვა ცოდვას მიება, გინდა მონანიება, გინდა მადლით ავსება, ბრალის დავიწყება. გინდა აღიარება, შვების ცრემლთა ღვარება, (ვისაც ელი - ამქვეყნად აღარ იარება). მოთმინება იობის, ჟამი ლიტანიობის, წრფელი, საყოველთაო ლოცვა-ზიარება გეზიდება, გინდება, გეყოს გამბედაობა, მასთან აღარ დაება, ვინც უფალს ედავება, სული დაიობა. ნუღარ შეგეშინდება, შენც ითხოვო შენდობა, ლოცვა ნუ მოგწყინდება! ზეცა მადლით ბრწყინდება, უხმობს ყველას ტაძრისკენ ბზობა-ბაიობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჯონათან, ჰერელი, მადლობა კეთილი გამოხმაურებებისთვის. აღდგომის მადლი და ძალი გფარავდეთ!
ბექა საყვარელო, შენ ალბათ გგონია, ან კომენტარი რ მინახავს, ან გამოხმაურება დამავიწყდა. რაც დადე, იმდროიდან ვიზოგებ. დღეში რამდენჯერმე: შემოვიხედავ-წავიკითხავ-გამიხარდება-გავალ, კიდევ შემოვიხედავ- წავიკითხავ- გამიხარდება-გავალ და ა. შ. აღდგომის მადლი და ძალი - შენკენ! მეჩემები და მეიმედები. ჯონათან, ჰერელი, მადლობა კეთილი გამოხმაურებებისთვის. აღდგომის მადლი და ძალი გფარავდეთ!
ბექა საყვარელო, შენ ალბათ გგონია, ან კომენტარი რ მინახავს, ან გამოხმაურება დამავიწყდა. რაც დადე, იმდროიდან ვიზოგებ. დღეში რამდენჯერმე: შემოვიხედავ-წავიკითხავ-გამიხარდება-გავალ, კიდევ შემოვიხედავ- წავიკითხავ- გამიხარდება-გავალ და ა. შ. აღდგომის მადლი და ძალი - შენკენ! მეჩემები და მეიმედები.
4. ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის ლექსია! მუსიკა აქვს ზე! +5. ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის ლექსია! მუსიკა აქვს ზე! +5.
3. გარედან წავიკითხე, მასტერკლაისია. მოკითხვა ქალბატონ ნინოს, საუკეთესო პოეტს და კრიტიკოსს . ამას წინათ მე და შალვა ვლაპარაკობდით თქვენზე აღმატებულ ღარისხში. გკოცნით და გეხვევით <3 გარედან წავიკითხე, მასტერკლაისია. მოკითხვა ქალბატონ ნინოს, საუკეთესო პოეტს და კრიტიკოსს . ამას წინათ მე და შალვა ვლაპარაკობდით თქვენზე აღმატებულ ღარისხში. გკოცნით და გეხვევით <3
2. ჩემს სოფელშიც "ბაიობას" ეძახიან "ბზობას". რა რიცხვში და თვეშიც არ უნდა იყოს ბზობა, ბაიები ყოველთვის ყვავის სოფლის მინდვრებში, ეზოებში, სასაფლაოებზე...
ლექსის არქიტექტორი ხართ :)
ჩემს სოფელშიც "ბაიობას" ეძახიან "ბზობას". რა რიცხვში და თვეშიც არ უნდა იყოს ბზობა, ბაიები ყოველთვის ყვავის სოფლის მინდვრებში, ეზოებში, სასაფლაოებზე...
ლექსის არქიტექტორი ხართ :)
1. * მე, რუსუდანი და სხვა ფეის-მეგობრები, ეს ორიოდე დღეა, ვარჩევთ ერთ საუკუნისწინანდელ ქადაგებას, რომელშიც კათალიკოსი მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში კულტურულად მოიქცეს ბზობა- ბაიობის დროს. არ ვიცოდით, ეს ბაიობა, ბაია რა მცენარეა, ჩემი ვერსიით, ბზობა უნდა წერებულიყო და კორექტურა გაიპარა, მქონდა მეორე ვერსიაც, რომ საუბარი იყო პატარა ლამპარზე, ,ე.წ. ,,ბაზმაზე' რომლითაც აღდგომის დროს გადანთებული ცეცხლი მიჰქონდა მრევლს შინ და კვლავ კორექტურით ვხსნიდი. გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში, ქრისტიანული ტრადიციით, მინდვრის პატარა, ყვითელ ყვავილებს, ფოტოზე რომაა, იმ ბაიებს კრეფდნენ და ეკლესიაში აკურთხებდნენ და მრევლს ბზასთან ერთად ის მიჰქონდა შინ.
* მე, რუსუდანი და სხვა ფეის-მეგობრები, ეს ორიოდე დღეა, ვარჩევთ ერთ საუკუნისწინანდელ ქადაგებას, რომელშიც კათალიკოსი მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში კულტურულად მოიქცეს ბზობა- ბაიობის დროს. არ ვიცოდით, ეს ბაიობა, ბაია რა მცენარეა, ჩემი ვერსიით, ბზობა უნდა წერებულიყო და კორექტურა გაიპარა, მქონდა მეორე ვერსიაც, რომ საუბარი იყო პატარა ლამპარზე, ,ე.წ. ,,ბაზმაზე` რომლითაც აღდგომის დროს გადანთებული ცეცხლი მიჰქონდა მრევლს შინ და კვლავ კორექტურით ვხსნიდი. გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში, ქრისტიანული ტრადიციით, მინდვრის პატარა, ყვითელ ყვავილებს, ფოტოზე რომაა, იმ ბაიებს კრეფდნენ და ეკლესიაში აკურთხებდნენ და მრევლს ბზასთან ერთად ის მიჰქონდა შინ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|