 | ავტორი: ამირან ჯანჯღავა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 აპრილი, 2018 |
თვალები დავხუჭე. სქელი მუქი ფარდაც წელგამართული იდგა ფანჯარასთან. დამავიწყდა რომ კადრები ყურებიდანაც შემოდიან გონებაში. ვხედავდი100 მეტრის მოშორებით მდგარი 21 წლის გოგონას გაბმულ ძახილს - დედა... პასუხი არ ჩანდა. ალბათ პასუხსაც ჩემი თვალებივით არავის დანახვა სურდა. გოგონას ძახილი ცარიელ სახლში დარჩენილი ტელეფონის ზარივით არ წყდებოდა. თითქმის ყველა ფანჯრიდან, რაფაზე ჩამოლაგებული იდაყვები, თვალებიდან ჩამოსულ სისველეს იშრობდნენ. ის ფანჯარა, რომელიც გოგონას კარგად იცნობდა, ვერ იკავებდა აუტანელ პასუხს - უპასუხობას... გოგონა მზესავით დაჟინებით აწვებოდა მთელი იოგებით ბგერათა უშეცდომო თანმიმდევრობით გამოთავისუფლებას - დედა... ექიმები ზიზღით უყურებდნენ გაახალგაზრდავებულ გაფანტულ სკლეროზსს... გოგონა კი გავდა დედამიწას, რომელიც უსასრულო სივრცეში ელოდა პასუხს, დაბადების დროს განცდილი სითბოს დასაბრუნებლად ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|