შენ იცი რა ვარ და შენ იცი რა მინდა, ღმერთში რომ დაგეძებ, თუ, ალბათ პირიქით. რამდენი უძილო დღე-ღამე გაფრინდა, რამდენი გზაშია, ეს კიდევ ვინ იცის ? ... შენს თვალზე ისევ ის ცრემლები დარბიან, ჩემს სულზე დაცოცავს, მიზეზი ტირილის, რა ვუყოთ? ცხოვრება ხომ ხედავ, დარდია, მოგიწევს ატანა განწირულ კივილის, შენ მაინც, ისევ ეს თითები გეხება, კისერზე, სტროფებად გემჩნევა კოცნები, ის ქუჩაც, შეცვლილა ნელ-ნელა ბერდება, და ვრჩებით ძვირფასო ამალა ოცნების. დღე - ისე გახშირდა! გათენდა რამდენი .. სამოსებს იცვლიან ტალღები ხშირად და ' შენ, თურმე ყოფილხარ ლექსების ,,ჩამდენი" მე თურმე ... პოეტი ვყოფილვარ პირადად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან ბანალური მეჩვენა. ძალიან ბანალური მეჩვენა.
3. ჰო ასოა შეშლილი ჰო ასოა შეშლილი
2. შინაარსიდან გამომდინარე, მგონი „ამალას“ ნაცვლად „ ამარა“ უნდა იყოს. :) შინაარსიდან გამომდინარე, მგონი „ამალას“ ნაცვლად „ ამარა“ უნდა იყოს. :)
1. "კისერზე, სტროფებად გემჩნევა კოცნები, " - რა ლამაზადაა ნათქვამი.
"კისერზე, სტროფებად გემჩნევა კოცნები, " - რა ლამაზადაა ნათქვამი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|