ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2018


შენ არ იქნები პოეტის ცოლი

" არ შეგიძლია
შეგიძლია
ანდაც
ვერასდროს
ვეღარ
გაბედავ
იმას
რასაც ახლა
მე ვბედავ,
შენსგან
წასული
რა თქმა უნდა
ტკივილით
გახსოვს,
შენსგან
წასულებს
რა თქმა უნდა
სიზმარში
ხედავ,
უკუსვლით
როგორ მოდიან და
როცა იღვიძებ,
ეს რეალობა გაშინებს და
დგახარ ფარდასთან,
იხსენებ,
დღეებს,
ამ დღეებზე
ასჯერ გრძნობიანს
და
სული გტკივა
გული გეწვის და
იწყებ ვარდნას,
და
იწყებ ვარდნას
ამ
უღმერთო
დედამიწიდან .
არ შეგიძლია
შეგიძლია,
ანდაც
ვინ იცის,
შენში
რამდენი
შეშლილია,
რამდენი
გიცდის.
შენ ის ხიდი ხარ
რომ
ინგრევა
ყოველ საღამოს,
და
რომ
შენს გარდა
ამ
დანგრევით
არავინ კვდება.
და შენ ცოცხლდები,
ცოცხლდები
და ისიც
არ გახსოვს,
რომ
ყველაფერი
წამოიწყო
ფიქრების
კლებამ.
იძინებ
ისე
ნაცნობი წოლით,
რომ
ლოგინები
გიძლებენ ვეღარ,
შენ
არ იქნები
პოეტის ცოლი,
შენ
ტკივილიან
ღამესთან
წევხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები