ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2021


* * *

ხმის ტემბრზე ეტყობათ ქალებს
ტკივილის არ თქმა - საერთოდ,
გაბზარულ შუშებს და ქარებს
დღეს უენობა დაეტყოთ,
წვიმის წვეთებზე ამჩნევენ,
კაცები, სევვდას და მოვრჩები,
ფიქრობ და აკეთებ არჩევანს,
თუ როგორ ამინდში მოკვდები,
წლებია გასული ჰორიზონტს,
რითმები ფეხებთან გვიყრია,
მაისი პოეტებს მოგვითხრობს,
მარტი კი, პოეტის პიკია.
ხელიდან წასული ვერლიბრი,
არ მოსულ განცდებზე გვიღიმის,
წამსვლელი, თავიდან ვერ მირბის,
შემდგომ კი, დაფრინავს ჩიტივით,
შევთანხმდით -
არ მოვკრეფ ყვავილებს,
სიჩუმის ბოლოში ვდგავარ და
ეს ლექსი, ზამთრამდე წაიღეს,
ჩავარდა, ჩავარდა, ჩავარდა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები