ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2018


მადლენა

მადლენა
ნაწილი III - ,,რომანტიკა და სიყვარულის პუნქტები"

-რა საზიზღობაა
-შენ არაფერი გესმის მადლენ!
-შენ ხომ გესმის,ბიჭს პირველმა როგორ მიწერე,თავმოყვარეობა სულ დაკარგე?
-აღარ ვაპირებ შენთან ამის გაგრძელებას,ასე მგონია შენ ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩები,ერთგულებაც კი მოსაწყენი გგონია,ხოდა იფლირტავე ბიჭებთან,იმ ერთის ლოდინში დაბერდები და არაფერი შეგრჩება...
-პოტენციურ ბოზად ტყუილად მაგრძნობინებ თავს,მაინც მკიდია ხომ იცი ჯილენ?!
  რომანტიკა და მადლენა ვერასდროს თანხმდებოდნენ, უბრალოდ არ ესმოდა რომანტიული ადამიანების და სიბანძედ მიაჩნდა ეს ვითომ სიყვარულის საფუძველზე შექმნილი სიურპრიზნარევი სიტუაციების. პირდაპირობა ერჩივნა და ამას არც მალავდა,ამიტომაც ვერ ჰგუობდა ხალხს და ვერც ხალხი უგებდა რათქმაუნდა, არტარიაში ხომ ხელოვანი,მგრძნობიარე საზოგადოება ცხოვრობდა...
  არადა ხშირად კითხულობდა რომანებს,უბრალოდ თავისთვის,მხოლოდ საკუთარი სამყაროსთვის ითვალისწინებდა იმ რომანტიკასაც და გრძნობებსაც,რასაც თეორიულად იღებდა წიგნებიდან.
  რეალურად სხვა იყო მადლენა,ხალხში კი სულ სხვა ხმები დადიოდა. ,,ცივ ესმერალდას" ეძახდნენ, მისი სილამაზე,მისსავე სიცივის პროპორციული გახლდათ უსასრულო ხარისხში! სიამაყითა და ამპარტავნებით კი ბადალი არ ჰყავდა,არც სიკეთით,თუმცა ამას ,,მერე რა მოხდა" სიტყვებით აკეთებდა,მისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გახლდათ,გარდა სილამაზისა,რომელსაც მხოლოდ თავად ხედავდა და სჯეროდა რაც მთავარია, ფანტაზიური უტოპიის,სადაც მხოლოდ თავად იყო უდიდეს შავ დრაკონთან ერთად და ძლევამოსილებასა და მშვენიერების ნაზავში იკარგებოდა,მას ისე არ ესმოდა როგორც სხვებს,ის განსაკუთრებული იყო! უტყვი და ბილწიც კი ხანდახან, კარგს თუ იტყოდა მხოლოდ საკუთარ თავზე... წყვილების(ასეთები კი მრავლად იყვნენ ქალაქში) დანახვაზე ხელს ჩაიქნევდა ხოლმე,ნეტაი ამათო...
  ჩამოუყალებებლობა ახასიათებდა,თითქოს ჰოროსკოპით თევზები ყოფილიყოს,არადა მერწყული იყო... შესაყვარებლად რთული,მაგრამ მომნუსხავი აურით.
  ადამიანების შესაძლებლობებს რაბლეს* მსგავსად ვერ ხედავდა,პირიქით აკნინებდა კიდევაც,თანაც უყვარდა,ვერავინ უგებდა თუ რა დროს რა უნდოდა,ხალხმა ის იცოდა რისი დანახვის საშუალევასაც თავად აძლევდა... უმეტესობის აზრით მადლენა ერთი პატარა,უსაზღვრო ფანტაზიის მქონე გოგონა გახლდათ,რომლისთვისაც ყველაფერი თანაბრად მისაღები და მიუღებელი იყო...
  რომანტიულობა მადლენასათვის მეტწილად გულისამრევი იყო,ხელოვნურობით აღარც იცით სადამდე ესიამტკბილოთ ერღმანეთსო,სულ ამას ამბობდა...
  მისთვის სიყვარული და რომანტიულობა სულ სხვა რამ გახლდათ, მადლენასათცის სიყვარული რიგ შემთხვევებთან ასოცირდებოდა და 10 მცნებასავით ჰქონდა ჩამოწერილი პუნქტები:
1. სიყვარულია,როდესაც პატიებას არ ითხოვ,არ გჭირდება და იმიტომ
2. სიყვარულია,როდესაც დასამალი არაფერი გაქვს
3. სიყვარულია,როდესაც ძლიერი ხარ როგორც ქვა,თუმცა მასთან თავს ფურცლად გრძნობ
4. სიყვარულია,როდესაც არც სიბნელე გაშინებს და არც სიცივე
5. სიყვარულია,როდესაც არასდროს გიცხოვრია რწმენით და მის გამო ლოცვას იწყებ
6. სიყვარულია,როდესაც ყოველ ჯერ დამშვიდობებაზე არ გენატრება,რადგან ის ისედაც სულ შენთანაა
7. სიყვარულია,როდესაც დროის გასვლასთან ერთად მის ყოველ ჭაღარასა და ნაოჭს იცნობ
8. სიყვარულია,როდესაც არსებობა სიცოცხლის ფაზაში გადადის
9. სიყვარულია,როდესაც შენში ყველაფერი თავდაყირა დგება
10. სიყვარულია, როდესაც გრძნობ სულის სიმშვიდეს...
  აი ეს პუნქტები მადლენასათვის უპირველესია,მაგრამ არტარიაში ასეთი ბიჭები არ არიან... მხოლოდ სიტყვები არაფერს ცვლიდა,თუ არ იგრძნობდა მადლენა იმას,რაც მოძირკვავდა ადგილიდან და თავის ეგოისტობას არ დაავიწყებდა,საქმით თუ დაუმტკიდებდი მადლენას სიყვარულს,თორემ ძაღლებსაც აქვთ თავიანთი ენაო,სიცილით ამბობდა...

* ფრანსუა რაბლე-ფრანგი მწერალი(წარმოუდგენელი ჰუმანისტი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები