ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2018


განთიადის საყვედური

ვაი დილის მზეო,
არასოდეს მოგიყვები ღამეზე,
თვალებში რომ ჩამიგუბდა.
ისე იცი ხოლმე მოკალათება
ღრუბელს გაღმა და ღრუბელს გამოღმა,
თითქოს შენი სხივებით მთელი უძილობის ნარჩენები უნდა გამოგავო
ბიოლოგიური მახსოვრობიდან
მერე მშვიდად გადაბრუნდები
სხვა მხარეს მანამ,
სანამ პლანეტის ოღრო-ჩოღრო ზედაპირი
ახალი ფორმის ჩრდილებში არ აიბლანდება.
გაფითრებულ არსებობას ისე როგორ დაიოკებს ადამიანი,
შენი ხალისიანი ხასიათი თუ არ შეაშველე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები