ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2020


წუთისოფელი ომია...

"წუთისოფელი ომია,ომი ფუტკრის და კრაზანის",

პირველი თაფლის მქნელია,მეორე-შხამის ნაზავის...

ვერ ვნახე წუთისოფელში,-- მის ერთ ადგილზე გამგზავნი!

გასრესა გვმართებს კრაზანის! რის შენდობა და რა ზავი?

როცა მოგცემენ უფლებას,ქოსატყუილა ბზუილის,

როცა სიბეცე მარჯვობს და ცარიელაზე ხუილი,

როცა არა ხარ,მაინც კი იძახი- მიხმედ ლომადო!

ნასიკეთვარი დამიქეთ,ხვავრიელად და ბლომადო!

კვერს რომ გიკრავენ ჩეროსთან, ამოტუზული ვირები,

ვისთვისღა ყურებპარტყუნა,ვისთვისღა,-*დროის გმირები"..

გაფუყებულნი სიძვისგან,ერთსქესიანი სირები,

მოდი და ამდენ ცოდვისგან,გულო ნუ გაიგმირები?...

ამ სასირეთში უიღბლო,განაწამები ნამგზავრი,

გაოგნებული ვეთრევი,ამმჟავებია საგზალი,

თაფლი? რა თაფლი!ომია,ომი ფუტკრის და კრაზანის,

მიტომაც გვერგო წილადა,შხამი-ათასგვარ ნაზავი!...

ლომი ხარ,ბაშიბუზუკო!დროება შეგხვდა საშენო!

გუნდრუკს გიკმევენ მატლები,-ქვეყანა უნდა აშენო!

შენა ხარ ერის იმედი...ფუტკარი გადააშენო!

ერთი დღეც არ გიცხოვრია,თაფლს შხამი არ დააშენო!

მალე დადგება ნამუსის წიგნის უკუღმა წაკითხვის!

სამშობლოს გათახსირების გადაგვარების საკითხი...

ბევრი დაგხვდება სასირეთს "განათლებული ,ნაკითხი"

შენ ნაბჟუტურებ სირობის,განსხვავებულად წამკითხი!!!

მაშინ მორჩება ბოლოჟამს ომი ფუტკრის და კრაზანის,

დადგება ნანინანატრი "ამაოების ბაზარი"...

სრულად გექნება უფლება ბაშიბუზუკურ ბზუილის,

სიბრძნე გახდება სირებთან,დასაკიდები ხუილი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები