ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2020


ჯ. ჯ. - ს



დავსვათ შეკითხვა
- რა შუძლია ფლუნტერნის სასაფლაოზე დამარხულ ირლანდიელს?
ქარი საიდან ამოვარდება?
მოკრძალებულად აშრიალებულ შეკრეჭილ ბუჩქებს
შეუძლიათ თუ არა მიაცილონ 
სევდისგან გამობერტყილი ჭირისუფალი სასურველ საფლავამდე?
დიახ. ყველაფერი შესაძლებელია.
რით უნდა იხელმძღვანელოს ამ დროს
ცნობიერების ხისტმა ნაკადმა?
იქნებ მის მიღმა დარჩენილების სიხარულით.
რა შეუძლია ფლუნტერნის სასაფლაოზე დამარხულ ირლანდიელს?
ქორფა ბალახთან ერთად ამოძვრეს გაზაფხულობით,
თუ სათვალის მრგვალი მინებიდან უსასრლობასთან შეხორცების მზადყოფნა,
თვალის დაუხამხამებლად გაგაბედინოს.

19 ივლისი 2020 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები