ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 ნოემბერი, 2020


Александр Блок - Есть минуты, когда не тревожит

ალექსანდრე ბლოკი - არის წუთები, ციებ-ცხელებით...

არის წუთები, ციებ-ცხელებით
როცა ვერ გვაზრობს ყოფის ნამქერი;
ვიღაც გვეხება მხრებზე ხელებით,
ვიღაც თვალებში ცხადლივ ჩაგვცქერის...

და ყოველდღიურ ზრუნვას ჩამარხავს
ჩაუწვდენელი სიღრმის სიმრუმე,
გადაევლება უფსკრულს კამარად,
შვიდფერ ცის მშვილდად  ნელა სიჩუმე...

ჰანგი დახშული, ნორჩი, მღელვარე
მდუმარებაში კვლავ გაისმება
და გააჟღერებს ყოფით მთვლემარე
სულებს დაჭიმულთ ქნარის სიმებად.

4 ნოემბერი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხს. დღე, 2020 წ.



Александр Блок - Есть минуты, когда не тревожит

Есть минуты, когда не тревожит
Роковая нас жизни гроза.
Кто-то на́ плечи руки положит,
Кто-то ясно заглянет в глаза…

И мгновенно житейское канет,
Словно в тёмную пропасть без дна.
И над пропастью медленно встанет
Семицветной дугой тишина…

И напев заглушённый и юный
В затаённой затронет тиши
Усыплённые жизнию струны
Напряженной, как арфа, души…

Июль 1912

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები