ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2009


ნაქარევი

რა სადად მოდის გაზაფხული,
გჯერა ოცნების?

აღარ ქარგავენ
თაიგულებს ქალიშვილები,

დანიშნულები
სეირნობენ სადღაც ვერაზე

და ნაქარევი, თეთრი ზეცა,
ტანზე აცვიათ.

გესმის ძახილი?
ეს ალვები ხმებიან მტკვრთან

შელევა ღმერთთან
მეტისმეტად ძნელია, ძნელი,

რა სადად მოდის გაზაფხული,
ოცნების გჯერა?

ამ გამჭვირვალე პერანგებზეც
გვატყვია ჯვრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები