ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2021


რეინკარნაცია

რისთვის მოდიხართ დაბლა ფიფქებო,
არ გენანებათ ცა - სანაქებო?
ღრუბლების ზღვაში არ ჯობს ლივლივი,
ვარსკვლავთ  ნაქსოვი ბინა,  მუდმივი?

სახე ხომ არ ხართ ცად ასულ სულთა
და უძლეველი გჭირთ მონატრება.
ღმერთთან ნამყოფთ კი, მასავით სუფთა
ფიფქებად ქცევის მოგეცათ ნება.


წამით გვეწვევით საწუთროს მკვიდრებს
და გულს იჯერებთ ალერსით ვიდრე,
კვლავ ჩაგიხუტებთ ზეცის კამარა.
რადგან, ასეა  სიყვარულისთვის
ერთი სიცოცხლე ვერაფრით კმარა.

  2014 წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები