ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2021


შეხედეთ

შეხედეთ ჩემ ლექსებს. ერთმანეთისგან გამომდინარეობით
როგორ გაჭყეპილან.
შეძვერით ჩემ ლექსებში, არასრულია მათი საწყისი.
თურმე შეძლებიათ საკუთარ თავთან დაპირისპირება
და ამავეს გიპირებენ თქვენც.
შეხედეთ მათ როგორ აირიდეს უსარგებლო ყურადღება.
შემთხვევითობის ანაბარა დარჩნენ და გაფშეკილ ლოდინს სცეს მშრალი თაყვანი.
შეაფურთხეთ ჩემ ლექსებს მთელი შეგნებული არსებით,
ამის მიზეზად წარმოსახვაზე მომაბეზრებელი გავლენის მოხდენაც კი საკმარისია.
შეარცხვინეთ ისინი ბოლომდე მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩენთ
სად იმიჯნება თავი და ბოლო ერთმანეთისგან.
შეიძულეთ შეყვარებამდე ტემპს მოკლებული მათი სხეულები
ხანდახან ძლივს რომ აძაგძაგდებიან აქა-იქ
და ფიქრისკენ მიმართულების რიტმი უხდებათ შესამჩნევი.
არ მიკვირს დრო მათ გარეშე რომ ცდილობს გასვლას.
აღარც მე მეკითხებიან ამპარტავნების იმედად დარჩენილს
- რა მაძლებინებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები