ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2021


ბილწი ფიქრები

დაშრა ცრემლი და აღარც მინდა რომ ვიყო მარტო,
წვიმანარევზე მწუხარების  გზაა ასეთი.
არამც თუ გელი,ვფიქრობ ასე რა გაგიმარტო.
უფალმაც წყენად მოიშველა ჟამი პასექის.

ახლა ვფიქრობდი,შენზე მეტი რით ვიყავ ნეტავ,
საწადელივით რომ გისრულებ ჩემს ბილწ ფიქრებში,
როგორ შევძელი და სიყვარულს მე შენსას ვბედავ,
ვმკითხაობ შენს ბედს როგორც ბოშა ყავის ჭიქებში.

ისევ ისეა შეღამების ლურჯი დაისი,
გზას მივახეტებ და მერევა გრძნობა მითებში,
ვფიცავარ მყავდი აფეთქებად ნუშის მაისში,
და რჩები ისევ სამუდამოდ ჩემს ბილწ ფიქრებში.

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები