ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 ოქტომბერი, 2022


Percy Bysshe Shelley - Mighty Eagle

პერსი ბიში შელი  - ძალუმი არწივი

ძალუმო არწივო! ამაყი ნავარდით
დასცქერი სანახებს ჯანღიან უღრანის,
მოჩანხარ  რიჟრაჟის უწმინდეს ლაჟვარდში,
ვით ნათლის ღრუბელი ზეცაში მცურავი
და ოდეს ცის ქუფრი სიავდრეს განიშნებს,
არაფრად ჩააგდებ ატეხილ ქარიშხლებს!

11 ოქტომბერი, 2022 წ.


Percy Bysshe Shelley - Mighty Eagle

Mighty eagle! thou that soarest
O'er the misty mountain forest,
And amid the light of morning
Like a cloud of glory hiest,
And when night descends defiest
The embattled tempests’ warning!

1817

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები