ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2009


როდესაც...

როდესაც კლავენ სულის წმინდას-
პატიებას აღარ აქვს აზრი...
როდესაც ძახილს ვერ მოისმენს
ირემი მთაში....
როდესაც მახვილს ეგებება
ფარი მედგარი...
-მაშინ სიკეთის რაღა არს აზრი?...
როდესაც სიტყვას ვერ მოძებნის
ენა მწუხარი...
როდესაც მართალს ვერ გაარჩევს
გონი მქუხარი...
მაშინ სიყვარულს რაღა
აქვს ფასი?...
აღარ ენდობა გული ჩემი
შენეულ ფიქრებს...
არ მოველოდი წვიმის დაწყებას...
უაზრო ავდრებს...
არ შეგაწუხებ ჩემი არსებით-
ფიცს გაძლევ ამის!...
თუ კი შევძელი გადავიწყება
ქართული ხმალის...
წავიღებ შორით ჩემი რწმენის
უცოდველ აზრებს...
დავიკარგები...აღარ მოგისევ
საღრენად აფთრებს.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები