ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2009


ადათაია

ადათაი-ას, ლუდით სვამდე სადღეგრძელოებს-
მათი ვინც გიყვარს, ვინც იყვნენ და აღარ არიან,
ხატის კარებთან ლოცულობდე ღმერთსა, წინაპრებს,
ხუცესი ხუცობს... ჩავიმუხლე მრავალძარღვიან_

_მიწას დაბჯენით, ებერება კისერს ძარღვები,
მეაც მავკვდები - გავიფიქრე, არცა რაიას
გამიხსენებენ, შაუნდვასო, დოღში ცხენები
გაახელებენ შემთვრალ მხედრებს,

ადათაიას_

_ქალი გიყვარდეს, გაიტაცო, გდევდნენ მდევრები,
ლეკურ ნაბადში, გახვეული გყავდეს პირით მზე,
საკლავს გზავნიდე ქალის სახლში, შესარიგებლად...
და
გაურბოდე მარტოობის იწრო ბილიკებს

ადათაიას,
ლუდით სვამდე სადღეგრძელოებს,
ხატის კარებთან მუხლზე იდგე_
მრავალძარღვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები