ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2010


განწყობა # N

დღეს ჩემს ვირტუალში ფერი აქვს ცას მტვერის,
მონიშნა ფრაგმენტი ფიქრების სქოლიომ.
სარკე - ჩემს იერზე დილიდან თავმტვრევი,
მზერაში, როგორც ჩანს, თან გამომყოლია.
დღეთა ნამსხვრევებიც ჩემია უკლებლივ,
მქრქალი დღე სევდასთან ასრულებს უნისონს.
დღე არის მარტივი, განწყობის უქმეა
და აქ სიმარტოვე თავის თავს გულისხმობს...

ძე შეცდომილი

უფროსი - ბიჭი, უმცროსი - გოგო,
ერთი სიხშირე, გაგება - უხმო,
დედაშვილობის ესმოდა მომგონს,
-მე უფრო მიყვარს, - არა, მე უფრო!-
მოითმენს დედა დირეებს დარდის,
და შვილის ფიქრში ადგილსაც ნელთბილს.
თუმც, ახლა თვალწინ ის ფილმი გადის,
სადაც ფინალში ფეთქდება დენთი...
კედელზე შვილის ნახატის კვალი
და მობოლთავე ოთახში ეჭვი...
გაჯახუნება მშობლიურ კარის
სახლ-კარს შეძრული სულივით ეწვის.
უძილო ღამის უძირო სევდა,
სულში სულ თოში, ღამე სულ მრეში,
ოთახში ქარი იდგა და ხევდა,
რაც კი ანაზდად ხვდებოდა ხელში.
დედა დილამდე ოთახში ივლის,
იმედის ფეტვი - კვლავ დედის ლოცვა...
”ძე შეცდომილად” ქცეული შვილი,
ხომ დაბრუნდება, მიხვდება როცა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები