ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
29 დეკემბერი, 2010


გიგუს და დათას წერილი ცას



პატივცემულო ცაო,
მოგმართავთ დიდი თხოვნით:
გამოგვიგზავნეთ ბავშვებს
მონატრებული თოვლი!

ნუ მოიმარჯვებთ საცერს,
დაუშვით ფთილა–ფთილა,
სამი დღე–ღამე ბარდნოს,
ოღონდ, იყავით ფრთხილად,–

არ შეერიოს წვიმა,
ცაო, თოვლ–ჭყაპით, აბა,
რას ვიგუნდავებთ, ან რა
თოვლის ბაბუებს დავდგამთ?!

წერილს ხელს ვაწერთ ქვემოთ
ძმები,– გიგუ და დათა,
რომ შეგაწუხეთ თხოვნით,
დედიკოსთან ნუ გაგვთქვამთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები