ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2011


დედამიწაზე ანუ უბნელი დაშენკა

აქ ისევ ისეა,
მზე დილით ამოდის,
მთვარე ქალიშვილებს ძილისწინ ეწვევა,
ეს სუფთად,
ისე კი,
უბნელი დაშენკა
ისევ პროსტიტუტკობს,
ბოზობას ეწევა.
ჰო,
არ შეიცვლება ცხოვრება არასდროს,
ვიღაცამ გაქაჩა,
ვიღაცას ენძრევა,
ჩათლახობს ყველა და კაცი ვერ გაიგებ,
ვინ სად რას თომარობს,
ვინ სად ვის ეძლევა.
და ასე უცვლელად,
და ასე ყოველდღე,
მეორეს არ ჰყოფნის,
რაც პირველს ებევრა,
ირევა დღეები,
ირევა თვეები,
ირევა ამინდი,
მარტი ცვლის თებერვალს.
აქ ისევ ისეა,
ვერ ძინავთ ქალწულებს,
უბნელი დაშენკა ბოზობას ეწევა,
მიდიხარ კაცი და მოგყვება სიკვდილი,
დრო მოვა კეფაში ქვა წამოგეწევა.
და მტკივა,
კიბისქვეშ გათავდა მხატვარი,
ნაგლობს და პოეტობს ვიღაცა მერძევე,
მე ჩემს აქ ყოფნაზე მეჭრება ნერვები,
ვწერ ამ ლექსს სისხლით და
სიგარეტს ვეწევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები