ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 აპრილი, 2011


როსტროპოვიჩის სიკვდილი

                    (სერხიო რავალს)


მორჩა! ხსენებაც კმარა იანვრის,
ფიქრის სათბურში, ტკბება, მარწყვდება
სიტყვა, ვით სუნთქვა კარაიანის
ველური ტყემლის ტოტებს აწყდება

ქარი, იცრება ობობას ქსელში
მზის სხივი, შრება ტოტებიც ფიჭვის.
ტყის სიბნელიდან გამოსულს სერჟი
სინათლის თვალის მიჩვევაც მიჭირს.

დაწყევლილ სახლთან ჩავუვლი უხმოდ,
ჭინკის ბრჭყალებით დაკაწრულ სარკმელს.
მიხოხავს ხავსზე მწვანე მუხლუხო,
ღობის ჩრდილიდან, სინათლისაკენ.

ვიქნები ასე, ცოტა ხანს გავძლებ...
იშლება ჩრდილი წითელი ღრუბლის.
უცხო აჩრდილი მომადგა კარზე,
გამოიარა ოცნების ზღურბლი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები