ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

სადაც ოცნების სახლი იყო სადაც ჩემში სუნთქავდა....

ირონიულად მეცინება საკუთარ თავის დანახვაზე
სარკის კუთხიდან,
არეკლილ სხივს, რომ დაეცემა ჩემი მზერა და
შემოძახილი ყველა ენის ყველა კუთხიდან,
აყრუებს ქარს და მიმოფანტავს მტვერს ალმაცერად

შემყურე ხესთან, გაუნძრევლად, რომ აშრიალებს
ფოთლების დასტას.
მერე გამოვა ჟინაშლილი სურვილის ძალა
"თავის" ვნებამ, რომ გააგიჟა საკუთარ "დასთან"
და ფეხქვეშ მიწა ცოდვებით რომ გამოეცალა.

სარკეს ვეყრდნობი, ჩემს თავს გამჭოლ
მზერით შევყურებ,
მე შიში მიპყრობს, საკუთარი თავის სიგიჟით,
ვხედავ ფანჯრიდან მოფრთხიალე სხვაგვარ ბეღურებს
ანუ ისეთებს ოცნებად, რომ ერთი შინ გვიზის.

ყველა სხვაგვარი, სხვაფერი და მაინც საერთო
ოცნება გვიდეს სუვენირად, სარკედ და მძივად
არეკლილ მზერად, ან მტვრის მარცვლად, რომ გადაერთო
ფოთლის თამაშში, გაგიჟებით ძალიან მძიმედ.

ჰო მესმი ჩემი არსებობის, სარკესთან ვდგავარ,
სუნთქვას სუნთქვაში ვუყრი როგორ სარკის_მეს, მეს_ნათ
"ახლა ჩემს სახეს მეორეში არაფრით ვგავარ"
და ჭიდილი მაქვს კანონთან და ბუნების წესთან.

სადაც საერთო არაფერი ოცნება მოჩანს,
მე შენ არ გგავარ, ვეუბნევი ჩემს თავს სარკეში
მერე ვყრი ფეხთან მელნით მოთხვრილ სამეფო შროშანს
და ხელში მძიმედ მიკავია ლექსის ანკესი.

სადაც სტრიქონებს თევზებივით ფურცელზე ვაცვამ,
როგორც ჩემს ცრემლებს დაწყებამდე ამ ლექსის წერის
გუშინ კარები არ გამიღო ოცნების დაცვამ,
დღეს ჩამომენგრა "პირამიდის" თავი და წვერი.

სადაც ოცნების სახლი იყო სადაც სუნთქავდა ჩემში..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს