ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2011


უშენოდ ნარიყალაზე

ჩვენს ბედნიერებას არ ჰქონდა საზღვარი
როცა დაწყობილი გრძნობა აიყარა
ცამ დაგვლოცა, მთვარემ რომ დაგვწერა ჯვარი
მოწმედ დაგვიდგა და სდუმდა  ნარიყალა

ქართლის დედა გვედგა თავზე როგორც მცველი,
ცალ ხელში ხმალით და  მეორეში თასით.
წმინდა სიყვარულის იყო დამლოცველი
რომლისაც არასოდეს არ ენახა მსგავსი.

მაგრამ ბრწყინვალე მზე შეძვრა ღრუბლებში და
ოცნების კოშკები  სულ მთლად დანგრეულა,
უშენოდ ძალ-ღონე არ მაქვს მუხლებში და
მაინც ნაცნობ აღმართს მივყვები ეულად.

ჩემთან აღარა ხარ ოქროს თმებიანო
გული ვეღარა გრძნობს შენი თმების ხავერდს.
თუკი ეს გრძნობები ასე კვდებიანო
თუკი სიყვარულსაც უბრალოდ მარხავენ.

მაშ რა აზრი ჰქონდა იმ ბედნიერ წამებს,
ერთმანეთის გვერდით  ვატარეთ, რომელიც
გუშინ მახარებდა, დღეს კიდევ მაწამებს
ხვალაც უშენობით  წამება მომელის

ვხვდები ჩვენი გზები დღეს რომ გაიყარა
მე ქართლის დედასთან  მოვედი მწუხარე.
ისევ ხმას არ იღებს, კვლავ სდუმს ნარიყალა
მთვარეს კი თვალიდან  ცრემლი სდის მდუღარე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები