ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2011


ლურჯი წვიმა( ქოლგები)

ცა დაიკარგა, ლურჯი წვიმა კვლავ ეტმასნება
ქოლგებს, და რუხი ქვაფენილი ფეხებს ირეკლავს,
შენი გზა ჩემს გზას უსასრუოდ კვლავ ეთასმება
და ველოდები საათს როცა შენ დამირეკავ.

მისდევენ წვიმის ნაფეხურებს გზის ვიტრინები
და ქალაქს გრძნობ, რომ შეემოსა ზღვარი ქოლგების,
მეგონა მხოლოდ ლექსის გამო თუ ვიტირებდი
მაგრამ ტირილიც არსებულა დამეგობრების

წვიმასთან, როცა მხოლოდ შენ ხარ ქოლგის გარეშე
და გრძნობ თუ როგორ ცრის სხეულში ცა, მხოლოდ ცა და
ქალაქის სველი აივნების შენთან თარეში,
ნახატმა, ლურჯი წვიმითა და ქოლგებით სცადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს