ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2011


ისევ წვიმს

ისევ წვიმს მე კი თავთან ვდაობ და
რაც იყო წუხელ დღეს მეორდება,
და ეს წუხილი
ისე დაობდა,
რომ მომავალი დღე მიორდება.

და გვანან ისე ფრომით თუ სუნით
დღეები, როგორც
ვარდის ფურცლები
და როგორც საგნის
ნაკლი თუ წუნი,
ისე დაუსკდა მიწას ქუსლები.

და ეღრიცება ზეცას კისერი
როგორც ტოტები
ხეებს კვირტებით
და ამ წუხილი ძალით გპირდები,
რა ჭრილობებიც გადაისერა
დღემ, რომლის ბოლოც არ გავს დასაწყისს
თუმცა არაფერს ცვლის ქარი მასში,
რომ დასასრული
ისევ გადაყრის
მომავალ დღისთვის რაც იყო მაშინ.

წუხილი, სევდა და გაორება,
წვიმა კი ისევ მოდის და მიდის
და გეჩვენება წვეთი ტორებად,
დღე კი რუხი და
ძალიან დიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს