ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2011


ჩანდა..

უბრალოდ ქარი არ ქროდა ისე და არ წიოდა,
როგორც კაბები განიცდიდნენ და თმები ჩანდნენ,
და სხვანაირი განცდით ხეებს ცრემლი სდიოდათ
და აფარებდნენ დედაბრები ქალწულებს ჩადრებს.

ტიროდა ირგვლივ ყველაფერი მაგრამ დრო თითქოს,
მტვერ დადებული წიგნებივით სდუმდა და თრთოდა,
ჯერ ადრე იყო მაგრამ მაინც თოვდა და თოვდა
და გადიოდა ვაგონივით ნაგროვი სითბო.

და გზაც რომელიც გრძელდებოდა უცნობ ქვეყნამდე
ტიროდა, რადგან ვეღარავინ მისდევა ბოლოს
და ამ უცნობი ქვეყნის გზებზე ისევ ეყარნენ
ვინც სხვა სამყაროს, დაეძებდა მხოლოდ და მხოლოდ.

და ჩანდა,ჩანდა როგორც ქრისტეს ფერიცვალება
უბრალოდ ქარი, კაბა, თმები , ცრემლები ჩანდა
და დაინახეს ჩადრებიდან მათმა თვალებმა,
ადრე მოსული თოვლი ისევ არდე, რომ დადნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს