ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2012


ცუდ ხასიათზე

სულ ფეხებზე მკიდია ვინ რა სევდას ატარებს,
ჯანდაბამდე გზა ჰქონდეთ დიდებსა და პატარებს,
დავიწყებულთ ღვთისაგან, გალურჯებულთ ოცნებით,
დამწვარებს და დამდნარებს, მოგონილი კოცნებით,
აკი უკვე გითხარით, რომ ფეხებზე მკიდია,
რა დღეა და რა დროა, როგორი ამინდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები