ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2014


აღსარება სატანას

          აღსარება სატანას
    გვერდი იბრუნა გარყვნილმა ღამემ,
    აიმღვრა დილა - წყლიანი სისხლი,
    კიდობანს ვაღებ, ხელს ვაფათურებ,
    და ვეფერები ბავშვივით ცოდვებს.
    სიძულვილია მთელი სამყარო,
    გულზე კაჭრობით შემომძვრა კანი.
    შემომეხვიე,
    ცივი სრიალით!
    აცდუნე სული
    და მე ვცხონდები!
    ვკლავ წინაპრების გენურ ფსიქიკას,
    ვაბრუნებ ჩემში პირველქმნილ ბომონს,
    ოქროს არშია ამშვენებს ჩემს თვალს,
    და თითებიდან სამყაროს უმზერს.
    ჯიბეში ,,მწვანე ხვლიკები” თვლემენ.
    მკვდარი ღმერთია, ცოცხალი კერპი,
    ცოცხალი კერპი, მკვდარი სხეული,
    თუმცა კი ფეთქავს ... მაშ, კიდობანი
    მკვდარია, ხელს კი რად ვაფათურებ.
    სინდისს მოვჩხრიკავ თუ დარჩა სადმე,
    არა! არ მინდა, ისე დავეძებ,
    ადამის მოდგმას ,,გაუწყდა ძარღვი,”
    და ,,თეთრი ყვავი” რად უნდა ვიყო.
    შემომეხვიე,
    ცივი სრიალით!
    ჩემი სხეულიც ხომ სამოთხეა,
    ,,ბრჭყვინავ ქაღალდში” გადახვეული,
    თითო ცდუნება გამომიზოგე … 
    და ყოველ ჯერზე,
    ვიძლევი სიტყვას,
    ისევ ვცუნდები. …
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები