ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2014


***

ცრემლი?
-ცრემლი ხომ დარდის სიტყვებია უხმოდ ნათქვამი,
გულიდან ჩუმად გადმოღვრილი გრძნობა ნამარხი,
ყველა ტანჯვის და მწუხარების სულიდან დაცლა
და ოცნებების ნანგრევების ფიქრიდან წაშლა.
დარდი?
-დარდი ტკივილთან ერთად მოდის გულის სიღრმიდან,
ო, ღმერთო, როგორ მოგინდება გაქრე მიწიდან,
ზეცად აიჭრას დაფერფლილი შენი არსება,
რადგან გგონია დამთავრდება ამით წამება...
გული?
-ნეტავ, რამდენჯერ გინატრია არ გქონდეს გული,
როცა სიცივე არ წასულა შენგან შორს წუთით,
მწუხარებისგან გიყვირია როს დაშრა ცრემლი,
გულით გიგრძვნია რომ ამქვეყნად არ ძალგიძს მეტი!
მწარე?
-ყველაზე მწარე დამარხვაა სიყვარულისა,
როცა სხეული გიცახცახებს სინანულისგან,
ცრემლებით გაზრდილ ლამაზ გრძნობას უშვებ ხელიდან,
გავლილ სიამეს დაფშვნილ მიწას აყრი ზევიდან.
ცოცხლობ?!
- არა მგონია, რომ სიცოცხლე გიღირდეს რამედ,
აღარც იცინი ,სიხარულში არ კარგავ წამებს,
თურმე ტირილიც დაგვიწყნია და ცრემლებს ელი,
არ დარჩენილა არც ერთი განცდა ლამაზი შენში!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები