ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: იუმორისტული
14 ივნისი, 2014


ყვავი

ბედნიერება უბედურებით ფასობს

ხის კენწეროს ჩამომჯდარა,
ხლიჩინებს და ჩხავის,
ქვეყნის ავ-კარგს გლოვობს ალბათ,
უბედური ყვავი.

თავს იწყევლის, აღარ შერჩა
მეგობარი ერთიც,
არც გუგული, არც ოფოფი,
არვინ, -თავის მეტი.

უკვე ორასს მიღწეულმა
დაიმციროს თავი,
და მეგობრად გაიხადოს
ორმოცი წლის სვავი?!

ანდა, ქმარი რომ მოუკლეს
შარშან ვერაგებმა,
ახლა ორასი წლის ყვავი
კიდევ გათხოვდება?

ან არადა როგორ გასძლოს
მარტოობის წლები?
ხუმრობა ხომ არ გგონიათ
კიდევ ასი წელი?

მოკლედ, ამ და სხვა პრობლემებს
ვერ გაართვა თავი,
და ცხოვრებით დატანჯული
ზის ხეზე და ჩხავის.

1. 04. 2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები