| ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 დეკემბერი, 2014 |
ირგვლივ სიჩუმე და დუმილია, სადღაც შორს ისმის მწარე გოდება. გულში ჩამესმის ხმა იდუმალი, ეს სიზმარია თუ მოგონება. ვით საპნის ბუშტი ისე გაქრება, ეს უდარდელი, ლაღი ცხოვრება. ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი, დროსტარება და სიამოვნება. ამევსო გული დარდით, ნაღველით, სიცოცხლე ისევ ოდნავ ანთია. მსურს ვიარსებო იმ სიხარულით, ჩემს საქართველოს გარს რომ არტყია.
თამაზ რურუა. 1977 წლის 29 აგვისტო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|