ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2015


Hennessy

ჰამაკში ვწევარ, უწონადობის ფიქრით ვივსები,
ცაში დაცურავს ღრუბელივით გალას " დალანდი"...
დღეს პოეზია მომეხვია მარტის ნისლივით,
ძლივსღა დაგლანდე.
რაღაც უაზრო გატაცებით ვკითხულობ პუშკინს,
ასე მგონია, ჩავითვალე სტროფი მეასე...
რა იქნებოდა, ორიოდ წუთით მენახე გუშინ-
მქონდა Hennessy.
მსურდა დალევა და მეგობრად ვიგულე სარკე,
იგი მიმზერდა დამცინავად-მღვრიე თვალებით...
ვგრძნობ, მარტოობას იძმობილებს ჩემსას ანანკე-
გარდუვალობით.
მარტომ დავლიე, ყველა ღამეს ასე ვასაღებ,
ვფიქრობდი, მთვარეც დაგვიკიდებს და ცას მოძვრება...
დროს ერთადერთი თიკუნი აქვს, ვგონებ ყასაბი,
ჩვენ ვართ მოზვრები.
ჰამაკში ვწევარ, უწონადობის ფიქრით ვივსები,
ცაში დაცურავს ღრუბელივით გალას " დალანდი"...
დღეს პოეზია მომეხვია მარტის ნისლივით,
ძლივსღა დაგლანდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები