ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


*******

*******
ტაძრები, სანთელშენაწირი,
აქვე, ნაბიჯზე ორიოდე
ჩემი თითები მიწიანი,
საფლავი ბალახმორეული.

მკერდში ჩაკირული გული, ლოდი...
მძაფრი შეგრძნებები ფრაგმენტებად,
სული მოსათქმელს ვერ პოულობდა,
წამლად არსად იყო
ერთგულება...

თითები თეთრი  თაბაშირი,
(ჩემი გაბზარული, მისი არა)
ერთობ, სახიფათო თამაშივით
ტუჩებს შეუხორცდა მიწიანად.


******

სისხლიდან გულამდე იარე,
მოკლე გზა გექნება სავალი...
უშენოდ სიმშვიდე კი არა
ჰაერი მინდა და არ არი.

მაჯები, გახსნილი იარა,
ტკივილი, ეჭვები მრავალი
უშენოდ გაძლება კი არა,
სიცოცხლე მინდა და არ არი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები