ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამატერასუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ივლისი, 2016


× ×

ვდგები სინათლისგან ზურგით.
ჩემი ანფასი სიბნელეს ერწყმის.
სიმშვიდე იღვიძებს.
მოდის... 
ზურგიდან მხვევს მკლავებს.

ამბობს, რომ არასდროს გამიშვებს.
რომ უჩემოდ მისი სინათლე უფრო ბნელია -- ვიდრე ჩემი სიბნელე. 
რომ ჩემი სიჩუმე გაცილებით ხმაურიანია,
ვიდრე მისი განწირული ღრიალი,
როცა კლდის პირას დგას და გზები გარბიან.

სტკივა, რომ ჩემი თვალები
აღარ ჰყვებიან საყვედურიან,
ქალურ ისტორიებს...

მოდის...
და მისი ცხელი სუნთქვა ჩემს ხერხემალთან იწყებს ჩურჩულს.
ჩურჩულებს ტკივილებს და სინანულებს. 
უსუსურებას ჩურჩულებს.

მე არ ვბრუნდები.
არ ვიკრავ გულში.
არ ვახელ თვალებს.

ვტოვებ ზურგშექცეულ სხეულს მის მკლავებში.
გავდივარ ჩემგან, რომ ზურგიდან მოვეხვიო.

ზოგჯერ ფიქრები უფრო თბილია, ვიდრე ქმედება.
ზოგჯერ სურვილი უფრო დიდია, ვიდრე უნარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები